თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე, 7500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია.
„25 ივლისიდან დაიწყება მესამე ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია, აღნიშნულ ეტაპზე, 7500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ნებისმიერი ასაკის ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები