• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მარცხენა ფოტოზე ჩემი ლაზარეა, მარჯვნივ – მისგან “დაზარალებული”, “ნაცემი” და “გაძარცვული” მომჩივანი“ – ბრალდებულის დედა

ალია ავტორი - ალია
14:32 07-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
834

ბრალდებულ ლაზარე აროშვილის დედა, რუსიკო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მარცხენა ფოტოზე ჩემი ლაზარეა, მარჯვნივ – მისგან “დაზარალებული”, “ნაცემი” და “გაძარცვული” მომჩივანი, რომლის ჩვენების საფუძველზე ჩემს შვილს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ეს ამბავი 2 წლის წინ, 25 იანვარს მოხდა. მომავალმა “დაზარალებულმა” და მისი მეგობარმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ლუდის დასალევად თავიანთი სახლიდან ორი ქუჩის გადმოღმა, ჩემი სახლის წინ მიწაზე დამსხდარიყვნენ. არაა გასაკვირი, რომ ისინი ბევრ ადამიანს მოხვდა თვალში, მითუმეტეს, რომ მომავალი “მსხვერპლი” ასე იყო გამოწყობილი, როგორც ფოტოზეა – შუა იანვარში უმკლავო მაისურით.
როგორც მოწმეები (საქმეში 6 მოწმის ჩვენება დევს) ჰყვებიან, ეს ორი უცნობი დილიდან მიწაზე იჯდა, სვამდა და გამომწვევად იქცეოდა. მათი ქცევა იმდენად უსიამოვნო იყო, რომ ერთ-ერთმა მოწმემ, თამუნამ, რომელიც ბავშვს ასეირნებდა, შორი გზიდან მოუარა სახლში მისასვლელად, რათა მათ გვერდით არ ჩაევლო.
საღამოს სავარაუდოდ დაგეგმილი კონფლიქტიც მოხდა. ჩხუბის შემდეგ, რომელიც ალბათ 2 წუთიც არ გაგრძელებულა (ამის თვითმხილველი მე ვარ, რადგან როცა გარედან ხმაური გავიგე და აივანზე გავედი, უკვე დამთავრებული იყო.
“დაზარალებულს” პოლიციაში დაურეკავს და პოლიციაც ოპერატიულად მოვიდა (10-15 წუთში). ლაზარე ამხანაგებთან ერთად იქვე იჯდა. ყველანი დააკავეს (მათ შორის, ჩემი იოანეც, რომელიც ჩხუბის ხმაზე მაღაზიიდან გამოვიდა).
ღამის 12 საათზე დამირეკა პოლიციელმა და შემატყობინა, რომ ლაზარე დაკავებულია. “არაფერი, ქალბატონო, რაღაც ჩხუბი მოხდა, არ ინერვიულოთ. დილით მობრძანდით”. რადგან კოვიდის გამო ღამით სიარული აკრძალული იყო, გათენდა თუ არა, მივედი. პოლიციის განყოფილებაში “დაზარალებულები” და ფოტოზე წარმოდგენილი მთავარი “დაზარალებულის” დედა დამხვდა, რომელიც განყოფილებაში ყველასთან ტუჩზე კოცნით იყო და ვიღაც “ჯონიკოს” კითხულობდა (“ჯონიკო არ მოსულა?), მერე კივილი დამიწყო და თან გვერდზე მყოფს უყვიროდა: გადაუღე, გადაუღე ჩქარაო. მე დიდად ვერ მივხვდი, რა უნდა გადაეღოთ და ღიმილი შევაგებე.
განყოფილებაში მითხრეს, რომ საქმე ყაჩაღობაზეა აღძრული (რომელიც მალევე ძარცვად გადაკვალიფიცირდა). ორი “დაზარალებული” ჩვენებას აძლევდა, რომ მათ ტელეფონი წაართვეს.
ტელეფონი “დამნაშავეებს” არ აღმოაჩნდათ. ის “დაზარალებულის” ქურთუკთან ერთად ღამითვე უპოვია გამვლელს და დაუბრუნებია. გამომძიებელს ვკითხე: თუ ტელეფონი ვიღაცამ დააბრუნა, ჩემი შვილი რა შუაშია ტელეფონთან-მეთქი და “ეს ორი ადამიანი ხელს ადებსო”.
ასე დაიწყო 2-წელ-ნახევრიანი ძიება (ლაზარე და დათო გირაოთი გარეთ იყვნენ) და მარტში 5-წლიანი პატიმრობის მისჯით დასრულდა.
საქმე მთლიანად წავიკითხე, სასამართლო სხდომის ჩანაწერებსაც ვუსმინე. იმის გარდა, რაც პირველ დღეს პოლიციაში მოვისმინე (ორი მოწმე ხელს ადებს) საქმეში არანაირი მტკიცებულება არაა. ჰო, კიდევ ლაზარეს ჯიბეში აღმოჩენილი 2 ლარი და ხურდები 🙂 ტელეფონისა და ფულის ექსპერტიზა სასამართლოზე არ წარმოუდგენიათ (ადვოკატი დღემდე ითხოვს ამ დასკვნას), მაგრამ მოსამართლე მაია ქოქიაშვილს ის არც აინტერესებდა. მან ერთი ხელის მოსმით ბათილად ცნო ექვსივე მოწმის ჩვენება, სრულიად სარწმუნოდ და სავსებით საკმარისად მიიჩნია ორი “დაზარალებულის” ჩვენებები და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად ჩასვეს დათოც, რომელიც ალბათ საქმის გასამყარებლად სჭირდებოდათ, რადგან დათო ნასამართლევი იყო 2006 წელს. მართალია, ნასამართლეობის ვადა უკვე გასული იყო, მაგრამ ნეგატიური შთაბეჭდილების შესაქმნელად გამოდგებოდა.

პ.ს. საქმე სააპელაციო სასამართლოშია. სხდომა 18 სექტემბრისათვის გადაიდო, რადგან პროკურორი წინა ორ სხდომაზე არ გამოცხადდა, მესამეზე მოვიდა და მისი სიტყვის დრო რომ დადგა, მეჩქარებაო და წავიდა. ?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved