კვიპროსის ქალაქ პაფოსში პოლიციამ ორი ქართველი დააკავა, რომლებიც ავტომობილების ძარცვას აპირებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქართველები ავტოსადგომზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ის პოლიციის პატრულმა შენიშნა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთ დაკავებულს მანქანების გასატეხად გამზადებული ინსტრუმენტები ჰქონდა.
ერთი დაკავებული ადრეც ქურდობის რამდენიმე საქმეში ფიგურირებდა. ამჯერად პოლიციამ ქართველები მანამდე დააკავა, ვიდრე ისინი რამეს მოპარვას მოასწრებდნენ.
კომენტარები