სისხლიანი ანგარიშსწორება ვარკეთილში – ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კონფლიქტი დაჭრით დასრულდა.
დაპირისპირება ორ მეგობარს შორის ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ყელის არეში ცივი აირაღით ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები