• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეკიპაჟს 7310 – მადლობა!” – კომენდანტის საათის დროს დაბადებული ნანატრი შვილის ამბავი

ალია ავტორი - ალია
23:04 04-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“ეკიპაჟს 7310 – მადლობა!”
დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოვირჩევი, როგორც ოპერატორს, კამერის უკან დგომა მირჩევნიაო, მითხრა ჩემმა რესპონდენტმა გიორგი ძოწენიძემ, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარ განცდებზე – სიხარულსა და ბედნიერებაზე – მასზე უკეთ ვერავინ მომიყვებოდა. ჩვენი ინტერვიუც ამის დასტურია. გიორგი ძოწენიძე რამდენიმე დღის წინ მამა გახდა. მართალია, მშობიარობა მომდევნო დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ პატარა ევამ მშობლებისა და ექიმების გეგმა არაფრად ჩააგდო და კომენდანტის საათის დროს გადაწყვიტა დაბადება.

– ღამის 3 საათზე ჩემი მეუღლე თიკა დარბაისელი მაღვიძებს, მშობიარობა დამეწყოო. არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი და მანქანაში როგორ ჩავსხედით. თიკა არ იყო კარგად, ამიტომ გიჟივით გავრბოდი – სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე და პატრულიც ამედევნა. მანიშნა, გააჩერეო. გავაჩერე, მაგრამ სანამ პატრულის თანამშრომელი ჩვენს მანქანას მოუახლოვდებოდა, მე გადავედი – მეუღლე მყავს ცუდად და სამშობიაროში გავრბივართ-მეთქი. აღარაფერი უკითხავთ – მიდი, ჩქარა, დაჯექი და მიგაცილებთ სამშობიარომდეო, მითხრეს. მანქანაში ჩავჯექი, სარკეში პატრულს გავხედე და სანამ გადამისწრებდა, ეტყობა, პროფესიული ხედვა ჩამერთო – წარმოვიდგინე, როგორი მნიშვნელოვანი კადრების გადაღება შემეძლო ამ მომენტის დასამახსოვრებლად. ასე შემოვინახე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი წუთები. მომავალში ევას ვაჩვენებთ, როდის მოუწია ამქვეყნად მოვლენამ და რა ამბები გავიარეთ მის დაბადებამდე.
სამშობიაროში რომ მივედით, პატრ­ულმა, აგაცილოთო? – მკითხა. ვიცოდი, არ ამიშვებდნენ, ამიტომ ვუთხარი, არა, მაგრამ იქნებ დამელოდოთ, თიკას დავტოვებ და ახლავე ჩამოვალ-მეთქი. მინდოდა, გამეცნო და მადლობა გადამეხადა, მაგრამ როცა ჩამოვედი, წასულები დამხვდნენ. შევწუხდი, მაგრამ ეკიპაჟის ნომერი მახსოვდა – 7310. დავრეკე 112-ში, მოვუყევი, რაც მოხდა და ეკიპაჟის წევრების გვარ-სახელები ვკითხე, მაგრამ არ მითხრეს – არ გვაქვს უფლება, თუმცა არ იდარდოთ, მადლობას ჩვენ გადავცემთო… მჯერა, გადასცემდნენ, მაგრამ თქვენი გაზეთით კიდევ ერთხელ გამოვხატავ მათ მიმართ ჩემს განსაკუთრებულ მადლიერებას.

– სხვა მამებიც დაგვხვდნენ სამშობიაროში?­
– ახალგაზრდა მამაკაცი დამხვდა ეზოში. მითხრა, დაგინახე, პატრულმა რომ მოგაცილა და მივხვდი, როგორ მოხვედით; მეც შენსავით პატარას ველოდები, რამდენიმე წუთით მოგასწარითო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეუღლეები ერთ ექიმთან მშობიარობდნენ. მეც დავინტერესდი, როგორ მოხვედით აქამდე-მეთქი. მომიყვა – ყოველ წუთს ველოდით ბავშვის დაბადებას, ამიტომ მომზადებული ვიყავი, მეუღლეს ტკივილი დაეწყო თუ არა, მაშინვე 112-ში დავრეკეო. უთქვამს, ასეთი სიტუაციაა, ამა და ამ ნომრის მანქანით აქედან აქამდე მივდივარო. 112-ს მანქანის ნომერი პატრულისთვის გადაუცია და არავის გაუჩერებია.
5.20-ზე გაჩნდა ჩემი ევა. გილოცავთ, ლამაზი გოგო დაგებადათ, დედა-შვილი კარგად არისო, მამცნო ექიმმა. მერე თიკაც გამოფხიზლდა და ბავშვის პირველი ფოტოები გამომიგზავნა. დავფრინავდი სიხარულით… აი, ასე, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, შუა კომენდანტის საათის დროს, ნანატრი შვილის მამა გავხდი.
შვილზე დიდი საჩუქარი არაფერია – შენი ცხოვრება სრულიად იცვლება, გავიწყდება საკუთარი თავი და იწყებ მისთვის ცხოვრებას. ჩვენ უკვე სამნი ვართ…

კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved