• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ესაა სასაცილო, რომ აქილიკებენ ივანიშვილის ქველმოქმედებას და მცდელობა აქვთ კეზერაშვილის პირველი “საქველმოქმედო” ნაბიჯი შემოგვაპარონ“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
14:59 07-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ახლა დაიწყეს კეზერაშვილის ქველმოქმედად წარმოჩენა. მედია მენეჯერად ხომ დაკანონდა?!

წალენჯიხაში ჭადრაკის დარბაზი შეუკეთებია “ფორმულა ჯგუფის” სახელით და მისი წარმომადგენელი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის. სჯობდა მუნიციპალიტეტისთვის დაგეთმოთ დაფნის გვირგვინი.

ავიწყდებათ, რომ ქველმოქმედება, მეცენატობა თავდაცვის ბიუჯეტიდან, ან ბიზნესის დატერორებით ან პენსიონერების გადაგდებით მიღებული თანხებით შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ან ფულის, ან შებღალული სახელის, ან ორივეს ერთად გათეთრების მცდელობად და არა ქველმოქმედებად.

ესაა სასაცილო, რომ იგივე ხალხი ერთი მხრივ აქილიკებს ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომლის ფინანსების წარმომავლობას და ქველმოქმედების სისწორეს საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ ექსპერტიზას, მეორე მხრივ იგივე ხალხს მცდელობა აქვთ კეზერაშვილის პირველი “საქველმოქმედო” ნაბიჯი შემოგვაპარონ და რამდენიმე შეკეთებული შენობის შემდეგ უკვე მეცენატად მოიძსენიონ ხოლმე.

რა ქნა, ტელევიზიის აქციების ნახევარი უკვე გადაულოცა კოლექტივს? პასპორტმა შეუშალა ხელი. ვითომ არ იცოდა პასპორტი რომ არ ჰქონდა და ვერ გადააფორმებდა? ვისაც გჯერათ, მიყევით მაგ მატარებელს ბოლო გაჩერებამდე.

ანუ, ბი-ბი-სის ფილმის აღშფოთებამ გადაგიარათ? თუ რაღამც პასპორტი არ ჰქონია, მისი უძრავი ქონება აღარაა ტოქსიკური და შეგიძლიათ გააგრძელოთ სარგებლობა?

ისიც გაუგებარია, რატომ დაგპირდათ წილის ნახევარი და არა მთლიანი ნაწილი? წილის მეოთხედს რომ შეინარჩუნებდა, ქონების 25%-ის ტოქსიკურობაზე თანახმა იყავით? ანუ პენსიონერების ფულით ნაყიდი 25% ქონება მოსულა და 50% არა? ისიც ხომ გასაგებია, რომ ეს გადმოცემა რომც მომხდარიყო, ფორმალური, ანუ ფიქტიური იქნებოდა?

დავუშვათ და პასპორტის პრობლემა არ ჰქონოდა და ნახევარი კი არა, მთელი წილი მოეცა კოლექტივისთვის, ხელფასებს ხომ იხდის, ეს არ გიქმნით პრობლემას? ნაღდი ფული არაა იგივე წარმომავლობის?

კიდევ ერთი კითხვა. მესმის, გადაგიარათ ბი-ბი-სის ფილმის სიმწვავემ. ჯარის და ქართული ბიზნესის ხარჯზე რომ გამდიდრდა, არ გადარდებთ. მხოლოდ ევროპელი პენსიონერები აგეწვათ. თუმცა ხანმოკლედ. მაგრამ სხვა კუთხით შევხედოთ. შეგაშინათ ბი-ბი-სის გამოძიებამ და დავუშვათ, პირობითად, გადაიფორმეთ ტოქსიკური ფულით შეძენილი ტელევიზია. რა ჰქვია ამ პროცესს, ხომ ვერ მეტყვით? ჭუჭყიანის გარეცხვა ჰქვია? შემდეგ ვინც თქვენგან შეიძენს, “სუფთა” ქონება იქნება?

მოკლედ, მასე შორს ვერ გაფრინდებით.

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved