კოკისპირულმა წვიმამ ქუთაისი დააზარალა. დატბორილია შენობების პირველი სართულები. წერეთლის ქუჩაზე წყალი საცხოვრებელ სახლებში ღამის 04:00 საათისთვის შევარდა.

დაზიანებულია ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ განხორციელდა.

ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა სამეგრელოშიც.














კომენტარები