• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქალი რეკავდა, ბავშვი უნდა მოვიყვანო კონსულტაციაზეო და 40 წლის მამაკაცი მოგვიყვანა…“ – რას წერს მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:09 07-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
881

„ჩვენთან ძალიან მიღებულია პაციენტთან ერთად ერთი ან რამდენიმე თანმხლები პირის დასწრება ექიმთან ვიზიტზე. ეს, გარკვეულწილად, ადამიანების ურთიერთთანადგომის გამოხატულებაა და პაციენტის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ზოგჯერ სერიოზული უკუჩვენებებიც აქვს“, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ინფექციონისტი იხსენებს შემთხვევებს, როდესაც, გარკვეული მიზეზების გამო, იძულებული გახდა, პაციენტის თანმხლები პირისთვის ტყუილი ეთქვა:

„არაერთხელ ყოფილა პაციენტი, რომელსაც ახლავს მშობელი, სიმპტომებით საეჭვოა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და ასეთ დროს, ლოგიკურია, ვეკითხებით, სქესობრივად აქტიურია თუ არა. როგორც წესი, ამ კითხვაზე დედა ჰპასუხობს ხოლმე (განსაკუთრებით, თუ პაციენტი გოგოა): „გათხოვილი არ არის“, თან მკაცრი ტონი გამოერევა, თითქოს მის შვილს რაღაც უკადრებელი შევბედე. ამ დროს შვილს ისეთი შეწუხებული გამომეტყველება აქვს, რომ აშკარად გრძნობ, რაღაცის თქმა უნდა და რომ სინამდვილეში „გათხოვილია“. არადა, გამოკვლევებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე როგორ დაუნიშნავ ადამიანს, რომელსაც არ ჰქონია სქესობრივი კონტაქტი, როგორ დავუსაბუთებ ამას მშობელს, რომლის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამთ ვერც შვილი და ვერც ექიმი?

ვიცი რომ არასწორია, მაგრამ თანმხლები პირისთვის ტყუილის თქმამაც მომიწია რამდენჯერმე. მაგალითად, ერთხელ შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტს რომ ავუხსენი, ქლამიდია მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის, კონსულტაციაზე დამსწრე ცოლმა ისეთი კივილი დასცხო, ლამის იქვე დახოცეს ერთმანეთი (ეს არც თუ იშვიათად ხდება ჩემს კაბინეტში). ამიტომ სიტუაციის განსამუხტად დავაყოლე, აუზიდანაც შეიძლება-მეთქი და ოჯახის ერთიანობა იქვე აღდგა.
ასევე რთულია ნარკოტიკების გამოყენების ისტორიის შეგროვება ოჯახის წევრების თანდასწრებით. ამ კითხვაზეც დედა ან მამა თვალებს დამიბრიალებს ხოლმე, სიცოცხლეში არაფერს გაკარებიაო, სიგარეტსაც კიო.

აღარაფერს ვამბობ კონსულტაციებზე დედამთილის, ქმრის ბიცოლას და ა.შ. შემოყოლას. ხანდახან ოთახში დატევა ჭირს ხოლმე. კოვიდის დროს კარგი საბაბი იყო რეგულაციის დაცვა და თანმხლები პირების არშემოშვებისთვის მეხმარებოდა, მაგრამ ახლა ძალიან ჭირს ამ წესის დაცვა.

ბევრი უცნაური შემთხვევაა ხოლმე. ერთხელ ქალი რეკავდა კლინიკაში, ბავშვი უნდა მოვიყვანო კონსულტაციაზე და ანალიზებზეო. ცოტა ხანში დარეკა, ძალიან გაჭირვეულდა და ვეღარ წამოვიყვანეო და მეორე დღისთვის გადადო ვიზიტი. ექთანს ვუთხარი, სათამაშოები მოამზადე და მულტფილმები ჩაურთე მონიტორზე, რომ გავართოთ-მეთქი და არ ვაჭარბებ, ამ ქალბატონმა 40 წლის მამაკაცი მოგვიყვანა ვიზიტზე.

განსაკუთრებით უცნაურია, როცა დაავადების ისტორიას პაციენტი კი არა, თანმხლები პირი ჰყვება სრულად და კითხვებსაც ის ჰპასუხობს. თუ შევბედავ და ვთხოვ, იქნებ თვითონ პაციენტმა მიპასუხოს-მეთქი, შეიძლება პასუხად მივიღო, ამან რა იცისო.

რა ვიცი, მე მგონი უმრავლეს შემთხვევაში ადამიანმა თვითონ ყველაზე უკეთ იცის, რა აწუხებს. თუმცა ხშირად თვითონ პაციენტი და თანმხლები პირი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გაწვდიან.მოკლედ, რა ვიცი, მგონი თუ მაინცდამაინც ჩვენი ახლობლის მხარდაჭერა გვინდა ვიზიტის დროს, ჯობია, გარეთ დავიცადოთ, ვაცალოთ პაციენტს თავისი ამბავი თვითონ მოჰყვეს და თუ დასჭირდა, დაგვიძახებს“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved