• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებამ” დახმარება ასე დამიფასდა – შსს და სუსი ჩემზე ნადირობს!”

ალია ავტორი - ალია
20:04 04-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

უფლებადამცველთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“იცით რაზე მწყდება გული 2008 წლიდან სახლიდან კი არა საჯარო სივრცეში დღემდე ვებრძვი საქართველოს შინაურ თუ გარეშე მტრებს, მათ შორის ნაცებს. ტელევიზიით, გაზეთებში იმ დროს როცა ბევრს ეშინოდა ვითხოვდი ნაცების და სააკაშვილის გასამართლებას. ვარ არაერთი სასამართლო პროცესის თუ აქტივობის მონაწილე რომელმაც იმ პერიოდში დისკომფორტი შეუქმნა ნაცების რეჟიმს. კიდევ კარგი ვიდეო არქივი არსებობს, თორემ გამოვა მერე სუსის რომელიმე ფერხორციანი აგენტი ქალბატონი მედიიდან და მეტყვის იტყუებიო.


2012 წელს როცა ქართუ ბანკს ანგარიშები დაუყადაღეს დღევანდელი პარლამენტის წევრები ოცნებიდან (გვარებს ჯერ ჯერობით არ ვასახელებ) დამიკავშირდნენ და დახმარება მთხოვეს შენი ორგანიზაციის სახელით გთხოვთ განცხადება გააკეთე, დაგვეხმარე და გვერდში დაგვიდექი ანგარიშის დაყადაღებასთან დაკავშირებითო. მე რა თქმა უნდა უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭე და ქართუ ბანკს გვერდში დავუდექი.

2008 წლიდან დღემდე ქვეყნის ყველაზე დიდ მტერს ვებრძოდი მაშინ როცა ოცნების სოროსის ლეკვები ბუჩქებში იყვნენ შემძვრალი. ბევრ დღევანდელ მაღალჩინოსანს რომელთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა რომ ვეუბნებოდი მოდი ამოიღე ხმა ნაცების წინააღმდეგთქო იმალებოდა და შიშის გამო ხმას არ იღებდა.

2012 წელს როცა ოცნების თემატურ ჯგუფებში მუშაობა დაიწყო, მთხოვეს მეც ჩავრთულიყავი იქ რაზეც უარი არ მითქვამს მაგრამ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არც ოცნების და არც სხვა რომელიმე ძალის დღემდე. ეს ეხლაა ატალახებული ვაზელინ ნახმარი ხალხით ოცნების ოფისი, თორემ მაშინ ბევრი შიშის გამო თავს იკავებდა იქაურობასთან მიახლოებასაც კი. მახსოვს ერთხელ წულუკიანმა თადუმაძესთან ხუმრობით მითხრა კარგი იურისტი ხარ და თუ დაგვიჭერენ იმედია დაგვიცავო.

მოვიდა თუ არა ოცნება ხელისუფლებაში მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა იმით დამიფასდა რომ ჩემი ოჯახის წევრები სამსახურიდან გაანთავისუფლეს, მადლობა კი არა ისე დაიფასეს ,,ყოფილმა მეგობრებმა” თავი პარლამენტიდან, რომ შემხვდებიან გამარჯობას ძლივს იძახიან. მე მათთვის არც არაფერი მითხოვია და არც ჩემთვის უხვეწია ვინმეს მოდი ჩვენთანო, მაგრამ ოჯახის წევრების სამსახურებიდან გაყრას არ ველოდი. რამდენიმე თვეა სუსი და შსს ჩემზე საერთოდ ნადირობს, მიწყობს რა პროვოკაციებს იმის გამო გარეჯს ვიცავ და აზერებს და მათ ვებრძვი. მიუხედავად ამისა ზოგიერთებივით წყენა გულში არ ჩამიდია და დავრჩი იმ შეხედულებების რაც ადრე მქონდა რომ ნაცები არიან ქვეყნის მტრები, ოცნება კი უნიათო და პორტირებული ნაცების გაერთიანება.

ამ ყველაფერს იცით რატომ ვყვები , რამდენიმე ხნის წინ ნაცებმა დასახვრეტების სიაში შემიყვანეს, ერთი კვირის წინ კი თავად მიხეილ სააკაშვილმა დამდო პატივი და ქოცად მომნათლა და არც თუ კორექტულ ფორმებში გამაკრიტიკა. მთელი ნაცსექტა ხომ კედელ კედელ დაატარებს ჩემს განცხადებებს და ოცნებობენ ერთი ხელისუფლებაში მოვიდეთ და ამოვალპობთ ციხეშიო.


ამ ყველაფრის შემდეგ გულში მეცინება ძალამ რომლის მოყვანაში მეც როგორც ბევრმა ქართველმა ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე რეპრესიები მომიწყო, ვისაც ვებრძოდი კი ჩემს დაჭერაზე ოცნებობს.


მიუხედავად ყველაფრისა არ ვნანობ ნაცების წინააღმდეგ იმიტომ არ ვბრძოლობდი რომ ჩინ მედლები მიმეღო, თანამდებობებზე რომ ვიყო დაგეშილი 2006 წელს პროკურორის თანამდებობას არ დავტოოვებდი ჩემი ნებით. იმ დროს როცა კარიერული წინსვლა კიდევ უფრო შემეძლო მთავაზობდნენ რა გაცილებით დიდ თანამდებობას. ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის უბრალოდ გული მტკივა რომ 30 წელია არადა არ გვეღირსა ეროვნული და ხალხზე ორიენტირებული მთავრობა. “

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved