თბილისში, ისნის მეტროსთან 84 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ავტობუსის გაჩერებასთან შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. უბედური შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზე კი ექსპერტები მუშაობენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: მთავარი არხი
კომენტარები