• რეკლამა
  • კონტაქტი
09:40, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარანტინში 2 პირი 8 დღე შიმშილობდა – რისთვის დააჯარიმეს კარანტინში მყოფნი?

ალია ავტორი - ალია
19:34 04-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

საიას ცნობით შოთა და ირაკლი გურეშიძეები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ. ჩამოფრენისთანავე ისინი გადაიყვანეს თბილისში მოწყობილ ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში.

ვინაიდან მათ ჰქონდათ თვითიზოლაციისთვის სათანადო საცხოვრებელი სახლი, მომდევნო დღეს შესაბამის პირებს აცნობეს, რომ სურდათ საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარება.

მათი მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს.

ხელის მოწერაზე უარის თქმა პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ორივე მათგანს შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დააჯარიმეს 3000-3000 ლარით.

მომხდარის გამო, ირაკლი და შოთა გურეშიძეებმა შიმშილობა დაიწყეს, რომლის შეწყვეტაც 8 დღის შემდგომ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწიათ.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირები არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკარანტინო ზონაში მოთავსებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს შესაბამის უწყებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ აქვთ საკარანტინო ზონის დატოვების უფლება, საჩივარი გაგზავნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ მეილზე, ასევე facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე.

თუმცა, მათთვის დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ საჩივრებს. ისინი ვერც ოფიციალურ ცხელ ხაზზე ახერხებენ დაკავშირებას და სათანადო დასაბუთების მიღებას.

საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით 14-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვამდე უზრუნველყონ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შესაბამისი შედეგების თაობაზე განმცხადებლების ინფორმირება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved