• რეკლამა
  • კონტაქტი
14:44, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თანამედროვე იარაღი, ფინანსები – რას გაიღებენ G7–ს ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოებისთვის

ალია ავტორი - ალია
19:22 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

ვილნიუსში გამართულ სამიტზე G7-ის ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფენ და დაუყოვნებლივ უპასუხებენ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიას, თუ ეს მოხდება მომავალში, ანუ მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ.

ვილნიუსში G7-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ “G7-ის ქვეყნები ადასტურებენ თავიანთ მტკიცე ვალდებულებას უზრუნველყონ სტრატეგიული მიზნის შესრულება – თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული უკრაინის არსებობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და თავიდან აიცილოს მომავალი აგრესია”.

ხელმოწერილ დეკლარაციაში ჩამოთვლილია სამი ძირითადი მექანიზმი, რომლითაც G7 აპირებს ამ მიზნის მიღწევას.

თანამედროვე იარაღის მიწოდება (პრიორიტეტი მიენიჭება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, ჯავშანტექნიკას და შორ მანძილზე დარტყმის იარაღს); უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება; უკრაინელი სამხედროების მომზადება; დაზვერვის თანამშრომლობა; დახმარება კიბერუსაფრთხოების სფეროში.

ეკონომიკის გაძლიერება – მათ შორის ქვეყნის აღდგენისა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.

დიდი შვიდეული ასევე აპირებს უკრაინას ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაუწიოს რუსეთის ამჟამინდელი შემოჭრის შედეგებთან გასამკლავებლად.

დეკლარაცია ასევე შეიცავს რამდენიმე ვალდებულებას, რომელიც უკრაინამ აიღო. კერძოდ, კიევმა უნდა გააგრძელოს ფართომასშტაბიანი რეფორმები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე გააუმჯობესოს სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოების, კორპორატიული და საჯარო ადმინისტრაციის მუშაობა.

G7-ის ქვეყნები აცხადებენ, რომ დღეს დაიწყება ორმხრივი მოლაპარაკებები უკრაინასა და ჯგუფის ყველა წევრს შორის, რათა ეს პრინციპები გაერთიანდეს ორმხრივ შეთანხმებებში.

 

თეგები: რუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved