• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამიას გათავისუფლება გამარჯვებაა, მაგრამ ამაზე არ გავჩერდეთ – რასა იუკნევიჩიენე

ალია ავტორი - ალია
17:17 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
727

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან საჯარო დისკუსიას გამართავს. ასევე, საღამოს, დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომლის სახელიცაა “ვითარება საქართველოში – პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების შესახებ”. მას მოდერატორობას ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტერვიჩუსი გაუწევს.

შეხვედრას დაესწრებიან ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ნაჩო სანჩესი, ევროპის სოციალისტური ჯგუფიდან, საიდანაც “ქართული ოცნება” ცოტა ხნის წინ გარიცხეს.

რასა იუკნევიჩიენე:

“ნიკა გვარამიას აქ დაპატიჟება ნიშნავს, რომ ყველა ევროპელი, მათ შორის ქართველებიც იზიარებენ ერთსა და იმავე ფასეულობებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება არის ის ფასეულობები, რომელთა გარეშეც დემოკრატია არ არსებობს. ასე რომ, ნიკას ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ნიკას გათავისუფლება ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე არ გავჩერდეთ. მე ვცდილობ ბოლო წლებში ასეთი კარგი ამბავი გავიხსენო საქართველოდან და არ მახსენდება. მხოლოდ ცუდი ამბები მოდიოდა და ამიტომ ჩვენთვისაც, საქართველოს მეგობრებისთვისაც ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში მუშაობა. ამას ახლა დაემატა ისიც, რომ საქართველო ნატოს სამიტზე ჯეროვან დონეზე არ არის წარმოდგენილი. თუმცა, დავუბრუნდეთ ნიკას თემას და მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად პოზიტიური მესიჯია. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს მისი შეწყალებისთვის და მინდა მოვუწოდო, რომ ამაზე არ გაჩერდეს და კიდევ გააკეთოს კარგი საქმეები, რათა საქართველო ევროკავშირს მაქსიმალურად დაუახლოვდეს”

 

თეგები: რასა იუკნევიჩენე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved