კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 136-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით.
კომენტარები