დღეს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში იქნება წარდგენილი.
დეპუტატებს უწყების ანგარიშს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე წარუდგენს. მმართველ გუნდში დადებითად აფასებენ უწყების საქმიანობას, განსაკუთრებით, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.
კომენტარები