• რეკლამა
  • კონტაქტი
20:09, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რახან “უწიგნურობაზეა” საუბარი, ამიტომ მოვიტანე ეს სია” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
20:21 07-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
582

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:

“პუტჩის ზოგიერთი თავგამოდებული მომხრე დღემდე არ იშლის საუბარს, თითქოს გამსახურდიას კადრები კატასტროფული იყო და თუ რომელიმე ხელისუფლების გალანძღვა მოუნდება, იტყვის, რომ ამათ “თვით გამსახურდიაზე უარესი და უწიგნური კადრები ყავთო”. რახან ასეა, მოდით გადავხედოთ შემადგენლობას:

მინისტრთა კაბინეტი 1990 წლის 22 ნოემბრის სესიაზე დამტკიცდა. როგორც ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე წერს,
პირველ მინისტრთა კაბინეტს პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის თუ პიროვნული მახასიათებლების მიხედვით წუნი არ დაედებოდა. პრემიერი სიგუა, მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი; (იმ გადმოსახედიდან ურიგოდ არ გამოიყურებოდა) იუსტიციის მინისტრად დაინიშნა ჯონი ხეცურიანი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (რაც უტოლდება დღევანდელ აკადემიურ დოქტორს), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გუმბარიძის ხელისუფლებაში; კულტურის მინისტრი გახდა ნოდარ წულეისკირი, მწერალი და პროზაიკოსი, არაერთი საინტერესო წიგნის ავტორი, მთელ მსოფლიოში პოპულარული ფილმი „მონანიების“ სცენარის თანაავტორი, 70-იანებისა და 80-იანი წლების დისიდენტურ-უფლებადამცველური მოძრაობის მონაწილე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა ირაკლი მენაღარაშვილმა, რომელსაც იგი 1986 წლიდან იკავებდა. მან 9 აპრილის პერიოდში საკმაო პოპულარობა მოიპოვა თავისი გამოსვლებითა და საჭირო მომენტებში ჩართულობით; კავშირგაბმულობის მინისტრი გახდა ფეილქს ტყებუჩავა, ფიზიკოსი, დოქტორი, არაერთი შრომის ავტორი, თბილისის სოხუმის უნივერსიტეტის ფილიალის რექტორი; ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა თემურ კვანტალიანი, 37 წლის, რეჟისორი, წესით საქმეს კარგად უნდა გაძღოლოდა; მეცნიერების, ტექნიკისა და პერსპექტიული დაგეგმვის მინისტრი გახდა ირაკლი ჟორდანია, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ვინც ბოლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა; ვაჭრობის მინისტრი გახდა თამაზ გვველესიანი, რომელიც წმ. ილია მართლის საზოგადოების აქტივისტი იყო. ფინანსთა მინისტრი გახდა გურამ აბსანძე, მას საკმაოდ კარგი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა უწყებაში მუშაობის, როგორც საქართველოს, ისე სსრკ-ს მასშტაბით. იგი შეთავსებით ერთ-ერთი ვიცეპრემიერიც იყო, ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები იმ საკავშირო უწყებებთან, რომლებზეც რესპუბლიკა პრაქტიკულად ჯერ კიდევ დამოკიდებულები იყო; განათლების მინისტრი გახდა ლია ანდღულაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დისიდენტობის პერიოდში აქტიურობდა; ტრანსპორტის მინისტრი გახდა ალექსანდრე (პეტრე) ჩხეიძე, რომელიც მანამდე მუშაობდა ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე; შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა დილარ ხაბულიანი, ცნობილი სპორტსმენი, ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორი, მას მანამდე არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება; საგარეო საქმეთა მინისტრი კი გახდა გიორგი ხოშტარია, მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი, არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორი. გენერალურ პროკურორად დროებით დარჩა ვახტანგ რაზმაძე; ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა სამართლის აღიარებული სპეციალისტი მინდია უგრეხელიძე. ქალაქის მთავარი არქიტექტორი კი გახდა ირაკლი მასხარაშვილი, ამ სფეროში კარგად ცნობილი.

შემდგომში, უკვე 1991 წელს განათლების მინისტრი გახდა ორიენტალისტი და თურქოლოგი, პროფესორი (ამჟამად აკადემიკოსი) ელიზბარ ჯაველიძე, ხოლო კულტურისა – ცნობილი მხატვარი ედმუნდ (მონტე) კალანდაძე. თავდაცვის მინისტრი კი გახდა გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი. (კიტოვანი ერთ-ერთი სარდალი იყო, მინისტრი არასოდეს არ ყოფილა) სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა ეკონომიკის აღიარებული სპეციალისტი, კომუნისტური ხელისუფლების ყოფილი პრემიერი ნოდარ ჭითანავა, ხოლო ვახტანგ რაზმაძე ჩაანაცვლა ვაჟა აბაკელიამ, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ასევე ერთ-ერთმა გამორჩეულმა იურისტმა.

შემდგომ ვინ რა პოზიცია დაიკავა და რა დააშავა, ეს უკვე სხვა რეგისტრის საკითხია და მიუკერძოებელი, ობიექტური ისტორია კიდევ განსჯის. მაგრამ რახან “უწიგნურობაზე” და “დაბალ კვალიფიკაციაზეა” საუბარი, ამიტომ მოვიტანე ეს სია.”

თეგები: კონსტანტინე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved