4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ. მარიას დედა თელავის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიაში აბარებს გამოცდას, ლაზარეს დედა კი – რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურას.
იმისათვის, რომ პატარებს არ მოშივდეთ, ცენტრებში ჩვილები კოორდინატორებს შემოჰყავთ. დედები საგამოცდო სექტორებს მხოლოდ მცირე ხნით ტოვებენ, შემდეგ კი კვლავ აგრძელებენ ტესტზე მუშაობას.
კომენტარები