• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დოკუმენტები არ გაასაჯაროვა უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებაზე – „მე ვფიქრობ, ეს იყო კომპლექსური მიზეზებით გამოწვეული გადაწყვეტილება“

ალია ავტორი - ალია
18:34 07-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,469

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონო გიორგი, უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენკიმ  საქართველოს ელჩს უკრაინაში,  48 საათში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და საქართველოდან  უკრაინის ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის. ამის მიზეზი, ზელენსკის განცხადებით, ის გახდა, რომ სააკაშვილს კლავს ჩვენი ხელისუფლება და აქამდე სამკურნალოდ არ გადასცეს უკრაინას, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. უკრაინას სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა საქართველოსთან, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით,  რუსეთში შედის  სამხედრო კომპონენტები, საქართველოს გავლით ევროპაში დასასვენებლად და სხვა მიზნებისთვის დადიან დასანქცირებული რუსი ოლიგრქები, ჩინოვნიკები, რადგან რუსულ ავიაკომპანიებს ევროპაში ფრენა აკრძალული აქვთ. რატომ გახდა მაინც და მაინც სააკაშვილი ამ დიპლომატიური სკანდალის მთავარ მიზეზად?

– მე ვფიქრობ, ეს იყო კომპლექსური მიზეზებით გამოწვეული გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან. სააკაშვილის მდგომარეობა მანამდეც იცოდნენ უკრაინაში, მაგრამ  უყურებენ, რომ საქართველოს რეალურად მართავს კრემლი, პუტინისტური, კოლაბორაციონისტული ხელისუფლება და გზას უხსნის რუსეთს არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლაში, იდეოლოგიური თვალსაზრისითაც ებრძვის უკრაინას. თავად ხედავთ, ხელისუფლების  ლიდერების მხრიდან, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური პრორუსული, რუსეთის ხელისუფლების მაამებელი განცხადებები კეთდება. ამას დაამატეთ ანტიუკრაინული ქმედებები, რაზედაც თქვენს  კითხვაშივე საუბრობთ. ამან გამოიწვია ეს დიპლომატიური პროტესტი და გაიწვიეს ელჩი.

– მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილის გამო,  ორ ქვეყნას შორის დიპლომატიური ურთიერთობის  თითქმის  გაწყვეტამდე არ უნდა მიეყვანა უკრაინას, როდესაც  შეეეძლო  ეს სხვა მიზეზების გამო გაეკეთებინა და დაედოთ ინფორმაცია, საქართველოდან რუსეთის გავლით რა სახის სამხედრო კომპონენტები  და სხვა რა  სახის აკრძალული ტვირთი შედის. ამან ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს სალაპარაკო მისცა, რომ აი, ზელენსკიმ ამით „ნაცების“ მხარდაჭერა  დააფიქსირა, აი, უკრაინა „ნაცებს“ ხელისუფლებაში დაბრუნებაში ეხმარება…

– გაითვალისწინეთ, რომ დაასანქცირეს ქართული ავიაკომპანია „აირზენა“, რომელიც რუსეთში დაფრინავს და არ არის გამორიცხული, რომ არა მარტო რუსულ თვითმფრინავებს, „აირზენას“ თვიმფრინავებსაც გადაჰქონდეთთ რუსეთში აკრძლული ტვირთი. კი, საქართთველო  ეხმარება უკრაინას სანქციების გვერდის ავლაში და მათ შორის,  სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების ტვირთიც  გადის ჩვენგან რუსეთში, ეს ყველაზე  კარგად  იციან უკრაინელებმა და დასავლეთის ქვეყნების დაზვერვამ.  მოგახსენეთ, რომ ელჩის გაწვევა იყო  კომპლექსური მიზეზებით გამოწვეული. კი, სააკაშვილის ფაქტორი დასახელდა ამის მიზეზად, მაგრამ ეს ფაქტებიც იგულისხმება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში. ხელისუფლება შეეცდება  ამ საკითხის მხოლოდ სააკაშვილამდე დაყვანას, მაგრამ ასე არ არის. უკრაინამ ამ ეტაპზე არ ჩათვალა საჭიროდ იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რაც მას ხელში აქვს იმის დასტურად, რომ ამ ომში საქართველოს ხელისუფლება  რუსეთს ყველანაირად ეხმარება,  უკეთებს რაც შეუძლია და შესაბამისად, გამოდის, რომ საქართთველო   უკრაინის მტერია. მოვა დრო, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება და ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომდგენლები, ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური გარემოცვა  დასანქცირდება. დასავლეთსა და რუსეთს შორის დიდი ომი მიმდინარეობს და ჩვენმა კოლაბორაციონისტულმა  ხელისუფლებამ  რუსეთის მხარე დაიჭირა. იმ ქვეყნის მხარეს დადგა, რომელსაც  ჩვენი ქვეყანის  დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს, 350 000 ადამიანი  გამოყარა ჩვენი ტერიტორიებიდან და დევნილებად აქცია, აფზახეთი და „სამხრეთ ოსეთი“  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ორივე რეგიონის  ანექსიას ეწევა.  ეს სახელმწიფო ხელში აქვს ჩაგდებული რუს ოლიგარქს, რომელმაც ქვეყნის თავისუფლება გაყიდა ფულზე, ქვეყნისა და ხალხის ინტერესები მიყიდა კრემლს. აქედან გამომდინარე, უკრაინის ქმედებები ამითაც იყო განპირობებული, თორემ მდგომარეობა აქამდეც იცოდნენ და სააკაშვილი აქამდეც  უკრაინის მოქალაქე იყო. ისიც გავიხსენოთ, რომ უკრაინამ ელჩი საქართველოდან შარშან გაიწვია და ელჩის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებდა, მერე კონსულიც გაიწვია და მაშინ სააკაშვილი არავის უხსენებია. მიზეზი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან  ტოტალური  შეტევა იყო უკრაინაზე და მის ხელისუფლებაზე,  ანტიუკრაინული და ანტიდასავლური იდეოლოგიური ბრძოლა იყო გაჩაღებული. დაგროვდა ეს ყველაფერი და ზელენსკიმ ის გააკეთა, რაც გააკეთა – ეს იყო მკაცრი დიპლომატიური დემარში.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved