საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მესამე შეხვედრას დღეს იტალიასთან ჩაატარებს.
მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებმა უკვე 2 თამაში გამართა.
სამხრეთ აფრიკასთან მარცხის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა არგენტინასთან მნიშვნელოვანი გამარჯვება, 20:0 მოიპოვეს.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული – მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს.
მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.
კომენტარები