• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სკოლებში შევიტანეთ სამხედრო სწავლება, ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა…“ – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
12:54 07-03-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
475

ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების თავიდანვე ჩართულობა სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება – ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პროექტის – „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორი ღირებულებების და ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია ბაღებიდან და სკოლებიდან უნდა დაიწყოს.

„ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების თავიდანვე ჩართულობა სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია შევიტანოთ, რომ ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში.

თავად გაიგონ, თუ როგორ იმართება ჯარი. გექნებათ უნიკალური შანსი, გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მონაწილეობა მიიღოთ. ამით ხელს შევუწყობთ ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. პირადად შეხვდებით ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არამხოლოდ წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ აწმყოში. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და ბუნებრივია საქართველო ამ გლობალიზაციის ნაწილია, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში ჩვენი, სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო. ვინაიდან, თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს როლი და ჩართულობა.

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. ჩვენ სკოლებში შევიტანეთ სამხედრო სწავლება „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრი მოსწავლისგან გადმოცემით ვიცი, რომ იზრდება ინტერესი. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში, ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა“,- აღნიშნა პრემიერმა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთება გაიზარდოს.

„მნიშვნელოვანია ჩვენ გავზარდოთ პატრიოტული სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში. მეტი ინფორმაციაა საჭირო. უნდა ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენ ახალგაზრდებს. მიმაჩნია, რომ ზოგადად, არამხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენ აღზრდაში და სწორი ორიენტების განსაზღვრაში ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved