ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული 77 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე ცხედრის ამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კაცი პირუტყვს ეძებდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა.
კომენტარები