• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
09:44 07-03-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
704

ვერძი

ვერძებო, შესაფერისი დროა პირადი ცხოვრებისა და სამუშაო განრიგის მოწესრიგებისთვის, ასევე პრიორიტეტების დადგენისთვის. შეიძლება გარშემომყოფებმა კარგი იდეა მოგაწოდონ, ამიტომ გირჩევთ, დისკუსიებში ჩაერთოთ და საინტერესო იდეები უბის წიგნაკში ჩაიწეროთ. ხშირად დაისვენეთ და ბევრი წყალი სვით, რომ ფორმა შეინარჩუნოთ.

კურო

ამ დღეს სიზარმაცე უნდა დაივიწყოთ – ბევრი გადაუდებელი საქმე, შეხვედრა და საუბარი გელით. ძალა მოიკრიბეთ, რათა ყველა დავალება წარმატებით შეასრულოთ. თუ ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდებათ, უარს ნუ ეტყვით – ამ ადამიანებისთვის თქვენი ზრუნვა და ყურადღება მნიშვნელოვანია.

ტყუპები

სიახლე, რომელსაც ამ დღეს შეიტყობთ, თქვენს ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედებს. ეცადეთ, მეტი ახალი ადამიანი გაიცნოთ და მეტი ინფორმაცია მიიღოთ, თუმცა, პირად ცხოვრებაში ნაკლები უნდა იაქტიუროთ. დროა, დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ, რომელსაც თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდება.

კირჩხიბი

ყველაფერს ნუ დაუჯერებთ, რასაც გთავაზობენ ან გპირდებიან – შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. ხელსაყრელი დროა იმ საქმის დასრულებისთვის, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. თუ მოინდომებთ, ყველაზე რთული და მოსაწყენი საქმეების მოგვარებასაც შეძლებთ.

ლომი

ამ დღეს თქვენმა მეტისმეტმა გულწრფელობამ შეიძლება საყვარელი ადამიანი უნებურად შეურაცხყოს ან გაანაწყენოს. იგივე ეხება კოლეგებს ან ბიზნესპარტნიორებს. ხელსაყრელი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მეტი ახალი ხილი და წყალი მიირთვით და ფეხით იარეთ.

ქალწული

პრობლემების და უხერხული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გარშემო მყოფებთან მეტი გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ. ნუ ეცდებით მათ მოტყუებას და სიმართლის დამალვას. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას გაძლევთ, რომ რთული საქმე დაგეგმოთ. მუშაობისას მხოლოდ კარგად გამოცდილი და საიმედო საშუალებები უნდა გამოიყენოთ.

სასწორი

უახლოეს დღეებში ყველაზე წარმატებული ის გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც ინტუიცია გიკარნახებთ. ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან. ვიღაც ცდილობს თქვენი კეთილგანწყობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს დღე ექსპერიმენტების და ცვლილებებისთვის არახელსაყრელია. უმჯობესია, არ გარისკოთ და კარგად გამოცდილი მეთოდებით იხელმძღვანელოთ. გირჩევთ, ოჯახთან და მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ.

მორიელი

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ, რადგან გარშემომყოფები იმედს გაგიცრუებენ. გირჩევთ, რთული საქმეების დაწყება სამომავლოდ გადადოთ, რადგან შეიძლება ახლა რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვოთ და შეცდომა დაუშვათ. სასურველია, რომ საკუთარი გეგმების შესახებ არავის ესაუბროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სხვადასხვა წყაროდან უამრავ განსხვავებულ ინფორმაციას მიიღებთ. ნუ ენდობით ყველაფერს, რაც გესმით და ეცადეთ, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია აირჩიოთ. უფრთხილდით ადამიანს, რომელიც პროვოკაციას გიწყობთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე სწორ რჩევას საკუთარი ინტუიცია მოგცემთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაუჯეროთ. ეცადეთ, ახალ ინფორმაციებს ყურადღებით უსმინოთ – მათ შორის შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეც იყოს. უმჯობესია ახალი საქმის დაწყება სამომავლოდ გადადოთ.

მერწყული

ენერგიით სავსე ხართ და ურთულეს დავალებებსაც ადვილად უმკლავდებით. ნუ აჩქარდებით – უმჯობესია ნელა იმუშაოთ და ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე და წარმატებებზე საუბარს – ამ ინფორმაციით შეიძლება არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა ისარგებლონ.

თევზები

ამ დღეს ყურადღების კონცენტრაცია და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ამიტომ ყველაზე ადვილი და კარგად ნაცნობი საქმეები უნდა აკეთოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი შესყიდვებისთვის ფული დააგროვოთ. ეცადეთ, საღამოს ადრე დაიძინოთ და ძალები აღიდგინოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved