• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯვარის მოსახლეობისთვის, წალენჯიხის მერის უშუალო ჩართულობით, წყლის სატესტო რეჟიმში მიწოდება აგვისტოში დაიწყება

ალია ავტორი - ალია
13:02 07-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
685

ქალაქ ჯვარში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციითა და უშუალო ჩართულობით, წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები აგვისტოში დასრულდება და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში დაიწყება.

ცნობისთვის: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქ.ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობის გამო კონტრაქტორი კომპანია დაჯარიმდა. კომპანიას As Inshaat LLC (აზერბაიჯანი), სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დაუსრულებლობის გამო, საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს ოდენობით დაეკისრა.

პროექტის ჯამური ღირებულება 9,087,881.93 აშშ დოლარია. პროექტი 8 ჭაბურღილის მოწყობას, ასევე წყლის ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟს, გამანაწილებელი ქსელისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას, სატუმბი სადგურის მშენებლობასა და მრიცხველების მონტაჟს ითვალისწინებს. კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, სამშენებლო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა. 2022 წლის ივლისიდან კონტრაქტორმა სამუშაოები აქტიურად განაახლა, ამჟამად პროექტი დასრულების ფაზაშია.

სამუშაოების დაახლოებით 85% შესრულებულია. დარჩენილია მრიცხველების მონტაჟი და ელექტრო-მექანიკური სამუშაოების ნაწილი, ასევე ქსელის დეზინფექცია-ტესტირება. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს შემკრები რეზერვუარის დამცლელი ურდულის და ჭის მონტაჟი, დამცლელი მილის შედუღების სამუშაოები, ჭაბურღილამდე მისასვლელი გზების მოწყობა. ასევე, შემკრები რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის სადრენაჟო სისტემის მოწყობა.

თეგები: გია ხარჩილავაწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved