ინდონეზიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრისმიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.
მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა ასობით სახლი, ოფისი, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულება.
ინდონეზიის გეოფიზიკური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 25 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა და იგრძნობოდა იოგიაკარტას რეგიონის რამდენიმე ქალაქში, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ჯავაში, ინდონეზიის ყველაზე დასახლებულ კუნძულზე.
კომენტარები