• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საერთოდ რომ არ გვყოლოდა ხელისუფლება, 300 %-ით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა – ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:48 06-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ წლიურ ანგარიშს ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილმა მისი ხელისუფლების ეკონომიკურ წარმატებებზე ილაპარაკა:

“დღეს პარლამენტს ბატონი ღარიბაშვილი ესტუმრა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უპრეცედენტო პროგრესი ეკონომიკაში. ცნობისთვის, პანდემიის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა მართლაც გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება – ეს არის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული დროებითი ეფექტი. თანაც, ტრანზიტული საქონელბრუნვის ზრდა, არის სპეკულაციური და არანაირად არ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯიბესა და შემოსავლებზე. როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, გაზრდილი სატრანზიტო ტვირთბრუნვაც გაქრება.
სომხეთის ეკონომიკა კი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის  მიუხედავად, გაცილებით დიდი ციფრებით იზრდება. სომხეთს, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და არ გააჩნია პორტები, ჩვენზე ეფექტური მმართველობა ჰყავს. მეტიც, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს საერთოდ რომ არ ჰყოლოდა ხელისუფლება, არ არსებულიყო პრემიერ-მინისტრის პოსტი და მინისტრთა კაბინეტი, (მხოლოდ პოლიციას ემუშავა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად) 300 %-ით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა. ბატონი ივანიშვილის მიერ შექმნილმა კორუმპირებულმა, უსამართლო, არაპროფესიონალმა, ნეპოტიზმზე დაყრდნობილმა, შიშსა და სიყალბეზე აგებულმა ხელისუფლებამ 300 %-ით დაამუხრუჭა ჩვენი განვითარება. ხელისუფლებაში „რუსული ოცნების“ ნაცვლად ჩეხეთისა და ესტონეთის მსგავსი მთავრობა რომ გვყოლოდა,   სამჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და თითოეული ქართული ოჯახი.
მომავალში კიდევ გავაყალბებინებთ არჩევნებს „ქოცბანდას“? – უარესს მივიღებთ!  მახსენდება ისტორიული გამონათქვამი – ნებისმიერი ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, როგორც ჰყავს. უნდა დავამტკიცოთ, რომ არ ვიმსახურებთ „ქოცბანდას“ და ვიმსახურებთ ისეთ მთავრობას, როგორიც ჰყავს ჩეხეთსა და ესტონეთს.”

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved