• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში

ალია ავტორი - ალია
14:40 06-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

თიბისიმ მდგრადი განვითარების 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ღონისძიება, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, 27 ივნისს გაიმართა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, მდგრადი დაფინანსება, გარემოსდაცვითი საკითხები, ფინანსური განათლება და სხვა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი მდგრადი განვითარების ძირითადი მიდგომები გააცნო და გასული წლის მიღწევები შეაჯამა. რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა, კი სტუმრებს მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ფარგლებში, მან, ასევე, ისაუბრა თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიისა და თიბისის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე თიბისის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები და თიბისის პარტნიორი – მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე – მდგრადი ბიზნეს მოდელები და პრაქტიკები საქართველოში, რომელშიც კომპანიების „თეგეტას“, აგრომაქსის“, „ბრიმ თბილისის“ და„გროსვატის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ვაჭრობის, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში მდგრადი ბიზნეს პრაქტიკები, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვნების მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერება. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და მხარდამჭერ ინიციატივებზე.

„მდგრადი ბიზნესებისა და პროექტების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მხრივ, საქართველოში უკვე ბევრი საინტერესო კომპანია ოპერირებს, რომელთა მხარდამჭერი თიბისია. ჩვენ, როგორც ქვეყნის წამყვან ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიას, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად პოზიტიური გავლენის მოხდენა შეგვიძლია მომხმარებლებზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მდგრადი განვითარების საქმიანობის ხელშეწყობას.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com – ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved