• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის…” – რას წერს ქალი, რომელმაც მოხუცი ქალის დაჯარიმებზე ინფორმაცია გაავრცელა?

ალია ავტორი - ალია
11:10 06-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,072

27 ივ­ნისს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ კონ­ტრო­ლი­ო­რის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ავ­რცე­ლა. ქალი წერ­და, რომ ამ კონ­ტრო­ლი­ორ­მა 80 წლის მო­ხუ­ცი და­ა­ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ “კა­თარ­ზის­ში” აგ­ვი­ან­დე­ბო­და, ბი­ლე­თის ფული არ ჰქონ­და და მში­ე­რი დარ­ჩე­ბო­და სამ სა­ა­თამ­დე თუ ვერ მი­ვი­დო­და. ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და კონ­ტრო­ლი­ო­რი ქა­ლის მი­მართ დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­ცინ­დენ­ტში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბულ­მა ქალ­მა დი­ა­ნა კვი­ცი­ან­მა პოსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტყუ­ი­ლი იყო. ქალი, რო­მე­ლიც თით­ქოს 80 წლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ხუ­ცი იყო, რე­ა­ლუ­რად 72 წლის ქალი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც არ ჰქო­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბა და არც “კა­თარ­ზის­ში” ეჩ­ქა­რე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, და­ჯა­რი­მე­ბამ­დე ის ერთ-ერთ კონ­ტრო­ლი­ორს ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო.

დი­ა­ნა კვი­ცი­ან­მა ასე­ვე და­წე­რა, რომ გა­და­წყვი­ტა, პოს­ტის ავ­ტორს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს უჩივ­ლოს, რად­გან არა­ვის აქვს ბუ­ლინ­გი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის უფ­ლე­ბა, თან ქალ­მა მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ფოტო გა­და­უ­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბას­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დი­ა­ნას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის დროს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს პოს­ტი უკვე წაშ­ლი­ლი ჰქონ­და. დღეს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კი­დევ ერთი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ ემო­ცი­ებს აჰ­ყვა და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ ისიც მო­ა­ტყუ­ეს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ასე­ვე ნერ­ვი­უ­ლობს იმ ფაქ­ტზე, რომ დი­ა­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ვილს აპი­რებს

ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

“მე­გობ­რე­ბის­თვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ჩემი სტა­ტუ­სის გამო ინერ­ვი­უ­ლა, გა­ნი­ცა­და ისე, რო­გორც მე გან­ვი­ცა­დე ფაქ­ტი – ასა­კო­ვა­ნი ქალი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ მგზავ­რო­ბის ფული არ ჰქონ­და და მი­დი­ო­და “კა­თარ­ზის­ში”, რად­გან სოც­და­უც­ვე­ლი იყო, კონ­ტრო­ლი­ორ­მა და­ა­ჯა­რი­მა. დიახ, კა­ნო­ნი კა­ნო­ნია და ის, ნე­ბის­მი­ერ­მა, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, უნდა და­ვიც­ვათ. დიახ, მე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, თუმ­ცა…

იმ დღეს, გა­ჩე­რე­ბა­ზე, ჩემს ად­გილ­ზე ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვით, გა­ა­კე­თებ­დით იმას, რაც მე გა­ვა­კე­თ

სამ­წუ­ხა­როდ, მე არ ვი­ცო­დი, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ იყო. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მას შე­ეძ­ლო სი­მარ­თლე არ ეთ­ქვა. ახლა გა­ვი­გე, რომ მან, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ითა­მა­შა ჩემს (და იქ გარ­შე­მო მყოფ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის) ემო­ცი­ებ­ზე. გა­მო­ხატ­ვით კი ყვე­ლამ სხვა­დას­ხვა­გა­ვა­რად გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია.

მე – მი­ვე­დი კონ­ტრო­ლი­ორ­თან და ვთხო­ვე არ და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნა მო­ხუ­ცი, რო­მელ­საც საჭ­მლის ფული არ ჰქონ­და და რომ ჯა­რი­მის გა­დახ­და გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე არ და­მი­ნა­ხავს რო­გორ ჰკრა ხელი მგზავ­რმა კონ­ტრო­ლი­ორს და არც ის ვი­ცო­დი, რომ მგზავრს სა­ერ­თოდ არ გა­უ­ტა­რე­ბია ბა­რა­თი და რომ ზე­პი­რად (ასე ვთქვათ) ამ­ბობ­და, ფული არ მაქ­ვსო.

მე მი­ვე­დი კონ­ტრო­ლი­ორ­თან და ვუ­თხა­რი, რომ ამის შე­სა­ხებ დავ­წერ­დი. მან მი­თხრა – სა­დაც გინ­და და­წე­რეო. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს აქვს თა­ვი­სი ემო­ცია, ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. მაგ­რამ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მო­ხუც­მა კონ­ტრო­ლი­ორს ხელი ჰკრა. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ ქმე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია კონ­ტრო­ლი­ო­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სწო­რი­ცაა. მეც გავ­ბრაზ­დე­ბი, ვინ­მემ ხელი რომ მკრას, რომ­ლის შემ­დე­გაც ძნე­ლია მარ­თო ემო­ცია. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მე არ ვი­ცო­დი ხელი რომ ჰკრა მგზავ­რმა კონ­ტრო­ლი­ორს და ასე­ვე, არ ვი­ცო­დი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ იყო. ახლა, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა, ის კი არ მა­დარ­დებს ხვალ-ზეგ კონ­ტრო­ლი­ო­რი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის სე­ტა­ნას რომ აპი­რებს, ძა­ლუ­მად მა­დარ­დებს ერთი რამ – ვის შე­იძ­ლე­ბა ვენ­დოთ? ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვე­სარ­ჩლოთ? ვინ უნდა და­ვიც­ვათ? აი, ეს არის ჩემი წუ­ხი­ლი და ის, რომ ერ­თმა მო­ხუც­მა მგზავ­რო­ბა­ში 20 თეთ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნა ჩემი გულ­წრფე­ლი ემო­ცია.

მე­ტიც, და­მა­ფიქ­რა სხვა დროს რა გა­ვა­კე­თო, გა­მო­ვე­სარ­ჩლო ადა­მი­ანს, თუ გულ­გრი­ლად გა­ვი­ა­რო? გულ­გრი­ლო­ბა კი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და აუ­ტა­ნე­ლია, თუმ­ცა, აი, ცხოვ­რე­ბამ რა მძი­მე მა­გა­ლი­თის მომსწრე გამ­ხა­და – ვი­ღა­ცის ტყუ­ი­ლის გამო ვი­ტი­რე, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, გა­ნერ­ვი­უ­ლეთ და რაც მთა­ვა­რია, რბი­ლად რომ ვთქვა, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნე ქალი, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და მგზავ­რმა, თა­ვი­სი ტყუ­ი­ლით წარ­მო­ა­ჩი­ნა ცუ­დად. რა­ტომ და რო­დემ­დე? ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა ადა­მი­ა­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ? ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა მგზავ­რო­ბის თან­ხა გა­და­ვი­ხა­დოთ, რო­მე­ლიც პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის ხუთ­ჯერ მცი­რეა, ვიდ­რე არა­პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის!?

დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში როცა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით ვი­თარ­დე­ბა და არის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რი – “ფე­ის­ბუ­ქი”, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა ხდე­ბა (ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში გა­დის), რა­ტომ გახ­და ტყუ­ი­ლი ნორ­მა?დიახ, მო­ხუც­მა ქალ­მა ითა­მა­შა ჩემს ემო­ცი­ებ­ზე, ტყუ­ი­ლი იკად­რა 20 თეთ­რის­თვის და მე ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, მაქ­ცია ია­რა­ღად! რა­ტომ? რა­ტომ? 20 თეთ­რი კი არა, ბევ­რი მი­ლი­ო­ნიც კი ღირს ამად?ჰოდა, ახლა, რა გა­ვა­კე­თო მე, ჩემ­ნა­ირ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც სის­ხლში გვაქვს სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა? ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს მომ­ხდა­რი, ძა­ლი­ან.მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემი გულ­წრფე­ლი ემო­ცია და­ი­ნა­ხეთ ამ და იმ სტა­ტუს­ში, რო­მე­ლიც სი­მარ­თლის გარ­კვე­ვის­თა­ნა­ვე წავ­შა­ლე!”

წყარო: ambebi.ge

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved