• რეკლამა
  • კონტაქტი
23:22, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჯავშნების 20% გაუქმდა“ – ტუროპერატორი შავი ზღვისპირეთში დასვენებაზე

ალია ავტორი - ალია
18:16 06-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
457

კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების თემა აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად სპეციალისტების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც საქართველო ამ ეტაპზე რისკ ზონაში არ არის, მოსახლეობის ნაწილში პანიკა გრძელდება. შედეგად, ბიზნესი აცხადებს, რომ ჯავშნები აჭარის მიმართულებით მასობრივად უქმდება.

როგორც ტურისტული კომპანია „თრეველ ჯორჯია ვანის“ ბიზნეს დეველოპერმა ვახტანგ ქართველიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ყველაზე მეტად საქართველოს შავიზღვისპირეთში ჩამოსვლისგან თავს ევროპის ქვეყნებიდან იკავებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიურობს სომხეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის მოქალაქეები.

„ძირითადად ჯავშნები უქმდება ევროპიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან. ევროპელ ტურისტებს შეეშინდათ შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოსვლა, თუმცა, ჩვენ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს, ვცდილობთ, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გვაქვს. ეკოლოგებთან მუდმივად განახლებადია ეს თემაა. ამ ეტაპზე ყველა გვიდასტურებს, რომ რისკები არ არის და საპანიკო არაფერია.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე ჯავშნების 20% გაუქმდა, თუმცა პანდემიას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ. სრულყოფილად მზად ვართ ზაფხულის სეზონისთვის. ასევე, ჩვენი პარტნიორი სასტუმროები გვიწყობენ ხელს, რომ პროდუქტები ქართულ ბაზარს მოვარგოთ როგორც კორპორაციულად, ისე ინდივიდუალურად. ამერიკელები ჯერ არ შეშინებულან, არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა, მათი მხრიდან ჯავშნები აგვისტოშია და იმედი გვაქვს, რომ ვითარება დალაგდება. ამ დროისთვის აქტიურობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე, ისრაელი”, – განაცხადა ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, ივნისის ჯავშნები წელს გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. თუმცა, ტუროპერატორი მთავარ იმედს ივლისი-აგვისტოს თვეებზე ამყარებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved