• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინი ვაგნერის ჯგუფის წევრებს სამომავლოდ სამ ალტერნატივას სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
01:34 06-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
618

რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრებს, გასული დღეების არეულობის შემდეგ, სამი ალტერნატივა შესთავაზა, რის შედეგადაც, მან, ფაქტობრივად, მოქირავნეთა რაზმის ამჟამინდელი სტრუქტურის დაშლა გამოაცხადა.

პუტინის შეთავაზებით, ვაგნერელებს სამი ალტერნატივა გააჩნიათ: გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან; დაბრუნდნენ სახლში; გადავიდნენ ბელარუსში.

“მადლობას ვუხდი ვაგნერის ჯგუფის იმ ჯარისკაცებსა და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – არ გადადგეს ნაბიჯი ძმათამკვლელი სისხლისღვრისკენ, ზღვარზე გაჩერდნენ.

დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის სამსახური, თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა ძალოვან ორგანოსთან კონტრაქტის გაფორმებით, ან დაბრუნდეთ ნათესავებთან და ახლობლებთან. ვისაც სურს – ბელარუსში წასვლა შეუძლია. ჩემს მიერ მოცემული დაპირება შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, მაგრამ მჯერა, გადაწყვეტილება იქნება რუსეთის მებრძოლების, რომლებმაც საკუთარი ტრაგიკული შეცდომა გააცნობიერეს”. – თქვა პუტინმა.

ამას გარდა, სპეციალურ მიმართვაში პუტინმა რუსებს მადლობა გადაუხადა “ერთიანობისა და პატრიოტიზმისთვის”. პუტინის მტკიცებით, “გამოვლინდა საზოგადოების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი კონსოლიდაცია”.

“ამ სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი, საშინაო არეულობის მოწყობის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული”. – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, შეიარაღებულ აჯანყებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩაახშობდნენ და ეს მის ორგანიზატორებსაც უნდა სცოდნოდათ.

“შეიარაღებულ აჯანყებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩავახშობდით. აჯანყების ორგანიზატორები, ადეკვატურობის დაკარგვის მიუხედავად, შეუძლებელია ამას ვერ მიმხვდარიყვნენ. მათ ყველას ესმოდა, მათ შორის ის, რომ წავიდნენ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ქვეყნის გახლეჩვასა და დასუსტებაზე”. – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა რუსეთი “კოლოსალურ საგარეო საფრთხეს უპირსპირდება” და უკრაინაში იბრძვის.

პუტინი ამბობს, რომ აჯანყების ორგანიზატორებმა არამხოლოდ რუსეთს, არამედ საკუთარ დაქვემდებარებულებსაც უღალატეს, როცა ისინი ამ მოქმედებებში “ჩაითრიეს” და “მოატყუეს”.

“თუმცა, აჯანყების ორგანიზატორებმა, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატით, უღალატეს მათაც, ვინც დანაშაულში ჩაითრიეს. ატყუებდნენ მათ, უბიძგებდნენ სიკვდილისკენ, ცეცხლისკენ, იმისკენ, რომ თავისიანებისთვის ესროლათ”. – აღნიშნა პუტინმა.

პუტინი საკუთარ სიტყვით გამოსვლაში შეეხო უკრაინის მთავრობასა და მათ დასავლელ პარტნიორებსაც. მისი თქმით, მათ რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირება სურდათ.

“სწორედ ასეთი შედეგი – ძმათაკვლა უნდოდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს, ასევე სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეს. სურდათ, რომ რუსეთის ჯარისკაცებს ერთმანეთი დაეხოცათ, რათა დაღუპულიყვნენ სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა საბოლოო ჯამში დამარცხებულიყო რუსეთი, ჩვენი საზოგადოება კი გახლეჩილიყო, დამხრჩვალიყო სისხლიან შიდა დაპირისპირებაში. ისინი ხელებს იფშვნეტდნენ, ფრონტზე საკუთარი წარუმატებლობისა და ე.წ. კონტრიერიშის მიმდინარეობაში საკუთარ წარუმატებლობაზე რევანშის ოცნებებით, მაგრამ არასწორად გამოთვალეს”. – თქვა პუტინმა.

ამას გარდა, პუტინმა მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურესა და ძალოვანს, რომლებიც “აჯანყებულთა გზაზე დადგნენ” და დაამატა, რომ “თავგანწირული გმირი პილოტების სიმამაცემ რუსეთი ტრაგიკული, დამანგრეველი შედეგებისგან იხსნა”. ამგვარად მან ოფიციალურად აღიარა გასულ დღეებში გავრცელებული ცნობები, ვაგნერის მიერ ვერტმფრენებისა და თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად მოყოლილ მსხვერპლზე.

პუტინმა ვაგნერის მებრძოლებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იციან, რომ ისინიც “რუსეთის პატრიოტები” არიან, რომლებიც “საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს ერთგულობენ”. პუტინის თქმით მათ ეს დაამტკიცეს დონბასსა და ე.წ. ნოვოროსიაში, ანუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, მისი პირადი ბრძანებით იდგმებოდა ნაბიჯები, რათა დიდი სისხლისღვრისგან თავი აერიდებინათ. პუტინის მტკიცებით, დრო სწორედ ამიტომ დასჭირდათ, ასევე იმისთვის, რომ ვაგნერელებს დაფიქრება შეძლებოდათ.

“ამიტომ, მოვლენების დაწყებისთანავე, ჩემი პირდაპირი ბრძანებით გადაიდგა ნაბიჯები, რომ დიდ სისხლისღვრას გავქცეოდით. ამისთვის დაგვჭირდა დროც, მათ შორის იმიტომ, რომ დაფიქრების საშუალება მიგვეცა მათთვის, ვინ დანაშაული ჩაიდინა, [რათა] გაეგოთ, რომ მათ ქმედებებს საზოგადოება მკაცრად გმობს და როგორ ტრაგიკულ, დამანგრეველ შედეგამდე მიჰყავს რუსეთი, ჩვენი სახელმწიფო ავანტიურას, რომელიც მათ ჩააწვეთეს”. – აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა ბელარუსის ავტოკრატ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, თუმცა აღნიშნა, რომ “სწორედ მოქალაქეთა პატრიოტულმა განწყობამ, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი”.

,,ტაბულა”

თეგები: ვლადიმერ პუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved