• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე გთავაზობთ შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:01 06-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,053

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს:

,,

დრო მოვიდა!

ჩემი მიმართვა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მივმართავ ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს და მოქალაქეს რუსეთის იმპერიისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაიმონა კავკასია, რომელმაც გაანადგურა მთელი ერები და აგრძელებს კავკასიელების გენოციდს და რუსიფიკაციას და რომელიც საკუთარი არსებობის

ბოლო თვეებს ითვლის.

ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის იმ მილიონობით გმირის სულისკვეთება, რომელთათვისაც თავისუფლება წარმოადგენდა უმაღლეს ღირებულებას და რომლების ამ

გენეტიკური კოდის ჩახშობასაც რუსეთის იმპერია მუდამ ცდილობდა ჩვენში.

როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ჩვენი ვალი აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა მილიონი ტანჯვით განადგურებული ჩერქეზისთვის და

აგრეთვე ჩვენ დავდგით ამ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.

ჩვენ გავხსენით უვიზო შემოსვლა, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისათვის, შევქმენით საგანმანათლებლო პროგრამები. გავხსენით სატელევიზიო არხი Первый Кавказский (ПИК), რათა მოგვეცა თქვენთვის თავისუფალი სატელევიზიო პლატფორმა.

მეომარმა უკრაინამ საკუთარი პარლამენტის მეშვეობით აღიარა იჩქერიის რესპუბლიკა. დადგა დრო ყველას გააქტიურებისთვის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე.

აღადგინეთ ძველი და შექმენით წინააღმდეგობის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და რა თქმა უნდა უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების

თავისუფლებისათვის. ჩვენ ვალდებული ვართ გავდოთ ხიდები ერთმანეთთან, რათა რუსეთის რღვევის პროცესი კავკასიაში გავხადოთ მაქსიმალურად არაძალადობრივი და ავიცილოთ თავიდან შემდგომი კონფლიქტები.

მე გთავაზობთ შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.

დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს ამ წამოწყებაში.

გწერთ, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, რომელიც საქართველოს დღევანდელმა პრორუსულმა ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა შეთითხნილი ბრალდებებით და ამყოფებს ტყვეობაში მოსკოვიდან პირდაპირი მითითების შესაბამისად.

როგორც კი პუტინის რეჟიმი დაეცემა, საქართველოში სწრაფად გამოიცვლება ხელისუფლება. აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში უკვე გაჩნდა აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგების პერსპექტივები, ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ სრულიად განსხვავებულ, გაერთიანებულ სამხრეთ კავკასიას და ამავდროულად, აუცილებელია, მოიძებნოს მთელი კავკასიის გაერთიანების გზები გამარჯვებულ უკრაინაზე და მთელს ევროპაზე გასასვლელად.

ძარცვის, ძალადობის, უსამართლობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს და ჩვენ ყველა უნდა შევიდეთ თავისუფლების, მშვიდობის, სამართლიანობის და ახალი შესაძლებლობების ეპოქაში ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის.

ბრძოლის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ რაც უფრო ერთად შეკრულები და კოორდინირებულები ვიქნებით, მით ნაკლებად შეძლებენ ჩვენი მტრები მათი თამაშის წესების თავზე მოხვევას.

მოახლოებულ გამარჯვებაში ურყევად დარწმუნებული,

კავკასიის შვილი და უკრაინის ამაყი მოქალაქე

მიხეილ სააკაშვილი”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved