• რეკლამა
  • კონტაქტი
12:49, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინასწარ დაგეგმილი საზარელი მკვლელობა თბილისის ცენტრში, მოკლულია ორი შვილის დედა – დანაშაულის დეტალები

ალია ავტორი - ალია
00:07 06-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,835

კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელზეც ვერდიქტი ნაფიცმამსაჯულებმა გამოიტანეს. მკვლელობა ანგარებით – ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინაში, ზუსტად 9 თვის წინ ახალგაზრდა ქალს უმოწყალოდ სცემეს და მოკლეს. საქმე გახსნილია – 38 წლის პაატა პეტრიაშვილი ნაფიცმსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მეგობარი ქალის, ოლენა პაშინინას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობამდე მათ უჩვეულო არაფერი შეუნიშნავთ.

ის, რაც მეზობლებმა ვერ შენიშნეს, დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. “პოსტსკრიპტუმის” მიერ მოპოვებული საქმის მასალები უმძიმეს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს ასახავს. ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბრალდებულს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. კვალის არევის მიზნით ის მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილს სხვა გზით, ჩიხების გავლით მიუახლოვდა, თუმცა რამდენიმე კამერას თავი მაინც ვერ აარიდა, მათ შორის, კორპუსის სადარბაზოსთან დამონტაჟებულ ამ სათვალთვალო მოწყობილობას. ჩანაწერების გაშიფვრით ირკვევა, რომ პაატა პეტრიაშვილი შედის ოლენა პაშინინას სადარბაზოში, რამდენიმე წუთში კი, ტერიტორიას ტოვებს. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბრალდებული მკვლელობიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ დანაშაულის ადგილზე სხვა ტანსაცმლით ბრუნდება. სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით.

ნაფიცმსაჯულებს პროკურატურამ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები წარუდგინა, მათ შორის აღმოჩნდა მოკლულის ძვირფასეულობა. პაატა პეტრიაშვილის დედა გვეუბნება, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ნივთმტკიცებულებები კი ადგილზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ჩაუდეს. დედა უარყოფს იმასაც, რომ პეტრიაშვილი წლებია აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული.

ბრალდებულის დედა უარყოფს, თუმცა “რუსთავი 2” გაეცნო პაატა პეტრიაშვილის ყოფილი მეგობარი ქალის ჩვენებას, რომელიც მან ნაფიცმსაჯულთა წინაშე მისცა. მოწმე ადასტურებს, რომ ბრალდებული აზარტული მოთამაშე იყო.

ქალზე ძალადობის ბრალდებით პაატა პეტრიაშვილი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი. ადვოკატი ამბობს, რომ ოლენა პაშინინას მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ნაფიცმსაჯულებმა ვერდიქტი მოსამართლის მითითების შესაბამისად გამოიტანეს. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

რა გახდა მკვლელობის მოტივი? – ამ კითხვაზე პროკურატურას ცალსახა პასუხი აქვს. ბრალდების მხარე გვეუბნება, რომ პაატა პეტრიაშვილმა დანაშაული ანგარების მიზნით ჩაიდინა, სახლიდან წაღებულია მოკლული ქალის ძვირფასეულობა და ფული. პროკურორი ამბობს იმასაც, რომ ბრალდებულმა მკვლელობის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და კვალის წაშლის მიზნით გადაყარა.

საბოლოოდ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა, თუმცა ეს არ არის ფემიციდის პირველი საქმე, სადაც მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. იგივე ვერდიქტით დასრულდა სასამართლოში სხვა რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის განხილვა.

პაატა პეტრიაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18-წელი დარჩება. მოკლულ ოლენა პაშინინას ორი შვილი დარჩა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved