• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
12:41 06-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საზღვრების ჩაკეტვა „სისულელე იქნებოდა“.

კობახიძის აზრით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეხუთე წელს მაინც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა.

„რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა ლიდერი: „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“ და სხვები, ამ უბრალო სისულელეს ამბობდა, რაც დამტკიცდა, რომ სისულელე იყო. მსოფლიოში არავის არ მოუწვევია უსაფრთხოების საბჭო, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში წარიმართა.

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა უკვე მეხუთე წელია მისი უფლებამოსილება, ეს არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved