• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:53 06-24-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
718

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი სწრაფად ჩაკეტოს.

„ჩვენი უკრაინელი ძმების წარმატებული შეტევის პარალელურად, ვხედავთ პუტინის რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს და რღვევას ბოროტების იმპერიის. ჩვენდა სამწუხაროდ იმ პირობებში, როცა პუტინის რუსეთი უპირობოდ მარცხდება ცივილიზებულ სამაყროსთან, რუსი ივანიშვილის და რუსული პარტიის პირობებში საქართველო აღმოჩნდა ბოროტების და წაგებულის მხარეს. ამ დრომდე, რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სრულიად საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ჩამოკიდებულია პუტინის რეჟიმზე. ჩვენ მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ, არანაირი უშიშროების საბჭო საქართველოში არ არსებობს, არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნავს, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას, რაღა მარგარიტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილან და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო, ამიტომ რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი ,რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ – სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი ცხოვრობსო რუსეთშიო რომ ამბობდნენ, ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, თუ მარტო შავი ფული და პუტინის ინტერესებს რომ ჭირდება მაშინ გახსენდებათ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, ამასობაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უბედურება რომ ხდება პუტინის რუსეთში, დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს მათ უსაფრთხოდ ქვეყანაში დაბრუნებას მათი სურვილის შემთხვევაში ცხადია. ასევე ყველამ კარგად უნდა გაიგოს საქართველოში, რომ ევროპა და დასავლეთი ასოცირდება მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან, რუსეთი კი არა თუ ასოცირდება, არის ის, რასაც ახლა უყურებს საქართველოს და მსოფლიოს საზოგადოება – არეულობა, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს უნდა რუსეთს საქართველოში და უნდათ ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილსაც საქართველოში და სწორედ ამიტომ ძალადობენ ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რომელიც იქნება მთავარი გარანტი უკრაინულ მხარესთან და მთავარი ლობისტი იმის, რომ როგორც კი უკრაინა მოიგებს ომს, მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია, საქართველოს გაერთიანება და ამ პირობებში, როდესაც პუტინის ბოროტების იმპერია ფაქტობრივად ჩამოშლილია და მიმდინარეობს მისი რღვევა, უმნიშვნელოვანესია პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მეტიც, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მას უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დაეხმაროს უკრაინაში იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე მნიშვნელოვანია უკონტროლოდ შემოსული ათი ათასობით პუტინისტია საქართველოში, არავინ არ იცის რა საქმეზე არიან, არავის არასდროს არ გამოუძიებია, ამიტომ დამატებითი კონტროლი იმ რუს მოქალაქეებზე, რომლის მისწრაფებების შესახებ ჩვენდა სამწუხაროდ არაფერი არ ვიცით და ასეთი საქართველოში რუსული პარტიის პირობებში უკანასკნელ თვეებში უკვე არის ათიათასობით, რომლებმაც უკვე ათიათასობით ქონება დაირეგისტრირეს, კომპანია დაარეგისტრირეს, ინდმეწარმე დაარეგისტრირეს და ამიტომ მნიშვნელოვანია მამაოების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მოსმენა, არამედ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ამ პუტინისტების გაკონტროლება, რომლებიც უკონტროლოდ არიან საქართველოში შემოსულები.“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved