• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

VIDEO: გაჩერებულ მაღაროს თანამშრომლებს ვუხდიდით ხელფასს, რაც ჯამში, 6 მილიონს შეადგენდა – „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი

ალია ავტორი - ალია
15:16 06-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ გაფიცული მაღაროელების მხრიდან,  ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი. ის თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ.
„ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეთ. მიმაჩნია, რომ, უპირველესად, ჩვენ შორის ნდობა უნდა იყოს და ვთვლი, რომ აქციის მონაწილეთა გონიერება მიგვიყვანს სწორ გამოსავლამდე. კომპანიის მხრიდან, შეთავაზებულ იქნა კონკრეტული წინადადებები. მათი მხრიდან დასმული იყო ხელფასების მატების საკითხი, ჯერ 40 პროცენტით, შენდეგ- 20 პროცენტით. არანაირ ლოგიკას ეს დაქვემდებარებული არ იყო, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ „TV პალიტრანიუსის“ პირდაპირ ეთერში.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, როცა ახალი მენეჯმენტი, ოთხი წლის წინათ, მივიდა კომპანიის მართვაში, ყველაფერი გაკეთდა სწორედ იმისთვის, რათა დასრულებულიყო  გაფიცვები.
„2022 წლის პირველი იანვრიდან განვახორციელეთ ხელფასების მატება 9,6 პროცენტით, ხოლო 2023 წლიდან , მიუხედავად კრიზისისა, ისევ განვახორციელეთ ხელფასების 5 პროცენტიანი მატება.
მიუხედავად იმისა, რომ იძულებული ვიყავით, ჭიათურაში, მაღარო გაგვეჩერებინა ზარალიანობისა და კრიზისის გამო, ხელფასებს მაინც ვიხდიდით. რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 მილიონ ლარს.

დღეს კომპანიის ზარალი დაახლოებით 12 მილიონია, თანამშრომლებისთვის ხელფასის კიდევ 15 პროცენტით მომატება კი გულისხმობს დამატებით 10 მილიონი დოლარის გამოყოფას„ – განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს რამდენიმე მთავარი საკითხი აქვთ დასახელებული.
შეგახსენებთ, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში
ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

https://www.facebook.com/watch/?ref=embed_video&v=120282621093514

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved