,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:
“სააკაშვილის, დავარქვათ გამოჯანმრთელებას, შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი, ან სასწაული, ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება. იყო 600 დღიანი პოლიტიკური კამპანია, უმტკიცებდნენ საზოგადოებას, ბევრს დააჯერეს კდიეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა, თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით, და ასე შემდეგ, უცბად ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. ეს რა თქმა უნდა, არის ცარიელი სიმულაცია, იყო ცარიელი სპეკულაცია. […] თითოეული ადამიანისთვის ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი იყო მართალი, მათაც კი გაიაზრეს საბოლოო ჯამში, რომ ეს კაცი არის უბრალოდ მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას”.
კომენტარები