ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება – გაფიცულების ნაწილი დღეს თბილისში ჩამოვა და 4 საათზე პარლამენტთან გამართავს საპროტესტო აქციას.
10 მაღაროელი მერვე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.
ამის შემდეგ “ჯორჯიან მანგანეზმა” განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანია მზადაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ხელფასები 5%-ით გაზარდოს. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის ეს პოზიცია მათი დაცინვაა.
მაღაროელების მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდაა. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.














კომენტარები