ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მეორე დღეა მაშველები გუდაუთის რაიონის მდინარე გეგაში გაუჩინარებულ ბავშვს ეძებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით,გეგას ჩანჩქერის მიდამოებში, მდინარე გეგას ძლიერმა დინებამ ბავშვი გუშინ საღამოს გაიტაცა.
მომხდარის შესახებ შეტყობინება უწყებამ 20 საათსა და 34 წუთზე მიიღო.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე ჩავიდა ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია.














კომენტარები