• რეკლამა
  • კონტაქტი
09:45, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Netflix-ი პირველ რესტორანს ხსნის

ალია ავტორი - ალია
12:54 06-18-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

პოპულარულმა ამერიკულმა სტრიმინგსერვისმა, Netflix-მა თავისი პირველი რესტორნის გახსნა დააანონსა. Netflix Bites-ი ლოს-ანჯელესში 30 ივნისს გაიხსნება და მას პლატფორმის ცნობილი შოუების, მათ შორის „Chef’s Table“-ის, „Iron Chef“-ის, „Is It Cake?“-ისა და „Drink Masters“-ის შეფ-მზარეულები გაუძღვებიან.

რესტორანი ისეთ შეფ-მზარეულებს უმასპინძლებს, როგორებიც კერტის სტოუნი, როდნი სკოტი და ნადია ჰუსეინი არიან. Netflix-ის სამომხმარებლო პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტ ჯოშ საიმონის განცხადებით, ლოს-ანჯელესში გახსნილი დაწესებულება მომხმარებლებს მათ საყვარელ შოუებში ამოგზაურებს, წამყვანი მზარეულების მიერ შექმნილი მენიუ კი მათ სარესტორნო დონის გამოცდილებას აზიარებს.

ამერიკული სტრიმინგსერვისის პირველი „pop-up“-რესტორანი დასავლეთ ჰოლივუდში, სასტუმრო Short Stories-ში იქნება წარმოდგენილი და სტუმრებს ყოველდღიურად, საღამოს ხუთიდან ათ საათამდე მოემსახურება. Netflix Bites-ის ვებგვერდზე რესტორნის მენიუ ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში გახდება, ადგილის დაჯავშნა კი თითო ადამიანისთვის $25-ად უკვე შესაძლებელია.

თუმცა გულშემატკივრებს რესტორანში მათი საყვარელი კულინარიული შოუების მონაწილეები არ დახვდებიან. „შეფ-მზარეულები რესტორნების ვიზიტორებს ადგილზე არ დახვდებიან. Netflix Bites-ი მხოლოდ მათ მიერ დამზადებული უნიკალური კერძების დაგემოვნების საშუალებაა“, – წერია Netflix-ის რესტორნის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved