• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნაცხელისუფლების” ,,ზონდერის” შვილი, კორუმპირებული ხეპრე, ქეჩოთი უნდა გამოათრიონ კაბინეტიდან” – გიორგი გუგავა თორნიკე რიჟვაძეზე

ალია ავტორი - ალია
17:26 06-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,955

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონო გიორგი,  ჭიათურაში დიდი გაფიცვაა, მაღაროელები ხელფასების გაზრდას, უსაფრთხო სამუშაო პირობებს და კიდევ ბევრ სხვას მოითხოვენ იმ კომპანიისგან, რომელიც მარგანეცის მოპოვებას აწარმოებს ჭიათურაში. ხალხის კითხულობ–სად არიან პოლიტიკოსები? რატომ არ უდგანან მათ გვერდში? მე გეკითხებით– თქვენ რატომ არ დგეხართ ამ ხალხს გვერდით?  თქვენი, „ლეიბორსტული (შრომის) პარტიის” პირდაპირი მოვალეობა ხომ ამ ხალხის, მშრომელთა ინტერესების დაცვაა?

–ამასთან  დაკავშირებით სპეციალური განცხდება გაკეთა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ  ჭიათურელ მაღაროელებს, რომელთაც სამათხოვროდ, მონურად ამუშავებენ და ამავე დროს ვამხილეთ ის სისტემა, რაც არის მანდ ჩადებული. მოგეხსენებათ, გააძევეს ამერიკული კომპანია და მარგანეცის მოპოვება ხელში ჩაიგდო ბიძინა ივანიშვილმა  და კომპანიის მენეჯერად დანიშნა ცნობილი „რიჟა“, გიორგი კაპანაძე. დიდი თანხები რომ არ დახარჯონ, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზედაპირულ მოპოვებას ანხორციელებენ და სახლები უფსკრულში ცვივა, ძირი გამოუთხარეს სახლებს. იქ მილირდები კეთდება და ეს ფული ქართულ სახელმწიფოს რომ ხმარდებოდეს, მინიმუმ, ბულგარეთის დონეზე ვიქნებოდით სოციალური მდგომარეობით. ეს არის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც უნდა ხმარდებოდეს ხალხს და დასაქმებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. ცხადია, უსაფრთხოების ზომებია დასაცავი, ბევრი ადამიანი დაიღუპა ჭიათურაშიც და ტყუბულის შახტებშიც. ამის გამო. ჩვენი პარტიული ორგანიზაცია მთელი სულითა და გულით ვიზიარებთ ამ ხალხის მოხოვნებს, პარტიის წარმომდგენლები არიან ჭიათურაში და გარკვეული სახის ყურადღებას აქცევენ. გეთანხმებით, ჭიაურელი მაღაროელების გვერდით დგომა ჩვენი პარტიის პირდაპირი მოვალეობაა.

–პარტიის ლიდერებიც რომ ჩასულიყავით ჭიათურაში, უკეთესი არ იქნებოდა?

– გეთანხმებით და  ჩასვლა და გაფიცულების გვერდში დგომა გვინდა კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ჩავედით. ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ რამდენდაც ვიცი, თავად აქციის მონაწილეებს, არ სურთ ამ პროცესის პოლიტიზირება, თუნდაც მცირე დოზით. ჩავიდეთ და მერე ჩასაფრებულმა პროვოკატორებმა უნდა დაიწყონ ყვირილი, რომ აი, ქულების დასაწერად ჩამოვიდნენ ჭიათურაში შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტებიო. ან პროფკავშირები გამოვარდებიან ან სხვები. შესაძლოა, თავად გაფიცულებიდან ან მათი მხარდამჭერებიდან ვინმემ თქვას ეს. ამგვარი რამ ბევრჯერ მომხდრა. ამ ეტაპზე, ჩვენი პარტიის იმერეთის ორგანიზაციის წევრები ჭიათურაში არიან. ჩვენ კავშირი გვაქვს გაფიცულებთან, იურიდიულ და იმ სახის მომსახურებას, რაც შეგვიძლია, გავუწევთ. თუ აუცილებელი გახდა და იმ პროტესტს სასიკეთოდ შევეხიდებით, ჩავალთ პარტიის ლიდერები.

– გამოქვეყნდა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსეთან ურთიერობის  საკითხებში პრემიერის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე, ვლადიმერ პოზნერის ჩაშლილი დაბადების დღის გამო, ბოდიშს უხდის კრემლის პროპაგანდისტს, ჟურნალისტ მარკ ზილბერკვიტს. მოგვიანებით კი თავად პოზნერსაც მოუხადა ბოდიში. იმ ხალხს, ვინც პოზნერს და მის თანმხლებ პირებს რუსეთიდან, საქართველოში დროსტარება არ აცალა, პროვოკატორებს, ნაცისტებს,მახინჯებს, მოსყიდულოებს, „უროდებს“ უწოდებს. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზურაბ აბაშიძე ჩვენი პრემიერის წარმომადგენელი კი არ არის, რუსეთის პრემიერის წარმომადგენელია საქართველოში. რას იტყვით?

– არანაირი სიტყვები, ტექსტი  არ არის გასაკვირი, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რუსეთში  ,,უფროსებს”ელაქუცება, ბოდიშებს უხდის საკუთარი ქვეყნის ლანძღვის ხარჯზე. ზურაბ აბაშიძემ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა და აქ გასაკვირი არაფერია, თუმცა ეს ამაზრზენია. ივანიშვილის, მისი ემისრების სახით ბოდიშებს უხდიან და ემლიქვნელებიან, ერთ ადგილს ულოკავენ იმ ინციდენტების გამო, რაც აქ რუსეთის ელიტის წარმომადგენელთა სტუმრობას მოჰყვა. წარმოიდგინეთ, რა სახის ბოდიშებს მოუხდიდნენ რუსულ მხარეს იგივე ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები ჩვენი ხელისუფლებიდან სერგეი ლავროვის ნათესავის ჩაშლილი ქორწილის, ლავროვის ქალიშვილისთვის საქართველოში დროისტარების ჩაშლის გამო. სამწუხაროდ, რუსეთმა აქ დასვა საკუთარი ყმები, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ამ ქვეყნის ანექსირებისთვის. მერე მონა ანგარიშს აბარებს ბატონს, როგორ ლანძღავენ საკუთარ ერს, საკუთარ ხალხს იმის გამო, რომ დისკომფორტი შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უკუპანტი რუსეთის ელიტის წარმომადგენლები არიან, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ, აფხაზეთისა და 2008 წლის   ომში დახოცილ ქართველ პატრიოტებს შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენი ხელისუფლება სულში აფურთხებს ყველას, ვისაც ეროვნული სულისკვეთება გააჩნია. მოღალატე ხელისუფლება გვყავს. ვინ უხდიან ბოდიშს? იმ ხალხს, ვისაც ქართველთა სისხლში აქვს გასვრილი ხელი ან აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის აგრესიას ამართლებდა? კიდევ იქით უნდა ვუბოდოშოთ, აქ უნდა ვუმასპინძლოთ და ელარჯი ვუწელოთ, ფეხქვეშ გავეგოთ და თუ ვინმემ ამაზე პროტესტი გამოთქვა, ისინი თურმე მოსყიდულები და ნაცისტები ყოფილან. ეს არის მუნური სულისკვეთების მკაფიო გამოხატულება. აი, რას ნიშნავს კოლაბორანტი ხელისუფლება, რომელიც შეკრულია მტერთან. ის გადაუვლის ყოველგვარ ეროვნულს, ჩააფურთხებს სულში საკუთარ ხალხს, ოღონდ ბატონისგან მიიღოს მატერიალური სიკეთე და ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია. ჩვენ რომ ვიხსენებთ ისტორიულ პერსონებს, ქვეყნის მოღალატე ორჯონიკიძეებს,ორახელაშვილებს, ელიავებს, დღეს ესენი არიან იგივენი, მათში განსხეულდნენ ის მოღალატეები.

– აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული ომი“უწოდა და ამით შეურაცხყო ომში დახოცილი გმირები, ცოცხლად გადარჩენილი გმირები, მათი ოჯახები. მერე თქვა, სააკაშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიგულისხმეო და რაც იგულისხმა, ის ეთქვა თავიდანვე, ვინ უშლიდა?

– ცხადია,თუკი რიჟვაძე იმჟამინდელ ხელისუფლებას ან კონკრეტულ პირს გულისხმობდა, უნდა ეთქვა, მაგრამ თქვა ის, რაც თქვა და რასაც ფიქრობდა იმ მომენტში. რიჟვაძემ შეურაცხყოფა მიაყენა გმირთა სულებს, თითოეულ ჩვენთაგანს მოგვაყენა შეურაცხოფა. რომელიმე სხვა ქვეყანაში რიჟვაძის რანგის ჩინოვნიკს რომ ეს ეთქვა, ქეჩოთი გამოათრევდნენ კაბინეტიდან და სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო სამსხურში მუშაობას აუკრძალავდნენ.  ეს არსება არის კორუმპირებული ხეპრე, რომელიც დასვეს პოსტზე. მისი მოვალეობაა არჩევნების გაყალბება, ფულის ხაპვა,  აჭარში სტუმრად ჩასული „ქართული ოცნების“ გავლენიანი პირებისა და რუსი სტუმრების ფეხქვეშ გაგება, „კადიროველებისა“და სხვებისა. ბათუმში რიჟვაძე ოფიციანტია, მეტი არაფერი. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ რიჟვაძისნაირი, ღარიბაშვილისნაირი არარაობები მართავენ ქვეყანას.

–თორნიკე რიჟვაძე ჩემთვის სრული გაუგებრობაა. ყოფილ ხელისუფლებას რომ ლანძღავს, იმ დავით რიჟვაძის შვილი არ არის, ხელვაჩურის პოლიციის უფროსი რომ იყო და ათასი უბედურება დაატრიალა? დავით რიჟვაძე იყო ერთ–ერთი ორგანიზატორი, 2011 წლის 21 მაისს, ბათუმის ტელევიზიასთაან საპროტესტო აქციის დაშლისა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ფეხმძიმე გოგონა. სხვაც  ბევრია, მაგრამ ამჯერად ამ ფაქტს დავჯერდები. არ რცხვენია თორნიკე რიჟვაძეს, მუდმივად იმ ხელისუფლებას რომ აკრიტიკებს, რომლის „ზონდერიც“ მამამისი იყო?

– კი, ბატონო, დავით რიჟვაძე „ნაცხელისუფლების“„ზონდერი“ იყო. მარტო ეგ კი არა, ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავს დაპატიმრებული, ხელვაჩაურის პოლიციაში ნაცემი, ნაგვემი და ნაწამები. გარდა მაგისა, არჩევნების ორგანიზებულ გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. სააკაშვილის ხელისუფლების მოძალადე ძალოვანების ერთ–ერთი მთავარი დასაყრდენი იყო აჭარაში დავით რიჟვაძე. ასეთები დღეს ციხეში უნდა ისხდნენ, მაგრამ მისი შვილი, დღეს აჭარას მართავს და უნამუსოდ ლანძღვს იმ ხელისუფლებას, რომლის საჩინო წარმონადგენელი მამამისი იყო. დავით რიჟვაძე რომ დაეჭირათ თავის დროზე, დღეს თორნიკე რიჟვაძე ვერ იყელყელვებდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომრე ხომ არ იქნებოდა და თუ საჯარო სამსხურში იმუშავებდა, თავს ვერ გამოყოფდა გარეთ. ახლა კილომეტრიან განცხადებებსრომ აკეთებს, ხმას საერთოდ ვერ ამოიღებდა. ამათთვის ღირებული არაფერი არსებობს, ყველა ხვრელს ერგებიან, ოღონდ ფული იშოვნონ და ამისთვის მზად არიან, შეურაცხყონ ომში დაღუპულები, მათი ოჯახის წევრები და ომის ვეტერანები. თუმცა, დადგება განსჯის დრო და თორნიკე რიჟვაძეც, სხვებიც მკაცრად აგებენ პასუხს საკუთარი ქმედებებისა  და განცხადებებისთვის. ეს უპატიებელი საქციელია და და არც აპატიებენ.

– და ბოლოს, სადღეისოდ ქვეყანაში მთავარი და ყველაზე აქტუალური საკითხი მაინც ევროკანდიდატის სტატუსია. ბევრს სჯერა, რომ საქართველო ამ სტატუსს მაინც მიიღებს, „ქართული ოცნება“ ევროკომისიის მოთხოვნილი 12 პუნქტს შეასრულებს თუ არა. ეს ხალხი ფიქრობს, რომ სტატუსს ისევე მოგვცემენ, როგორც მოლდოვას. მოლდოვამ სტატუსი მიიღო და ევროკავშირმა რეზოლუციაში ჩაწერა, რომ სტატუსს აძლევს არა მოლდოვას ხელისუფლებას, არამედ მოლდოველ ხალხს და ხელისუფლება დაავალდებულა რეფორმები გაეტარებინა. შესაძალოა, ასე მოხდეს ჩვენს შემთხვევშიც?

– კი, ამას პოლიტიკოსები ხშირად აცხადებენ, რომ  ქართველ ხალხს ეკუთვნის სტატუსი, ეს ევროკავშირმაც უნდა გაითვალისწინოს და მოლდოვას მაგალითიც მოჰყავთ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად. ეს აბსოლუტურად არასწორი იდეოლოგიური ხაზი და პარადიგმაა. საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო წარმოადგენს სუბიექტს, ხოლო სახელმწიფოს წარმოადგენს მისი ხელისუფლება. ჩვენ ევროპელი ხალხი ხომ არ გვაძლევს სტატუსს, ამ საკითხს განიხილავენ ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელები და მისი წევრი ქვეყნების მეთაურები. დღეს ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს პუტინის მიერ დასმული ემისრები, რომლებთანაც დასავლეთი არის ეგზინსტენციალურ დაპირისპირებაში. როგორ უნდა მოგვცენ, ასეთ ვითარებაში სტატუსი? გამორიცხულია. უნდა მოვიყვანოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დასავლეთთან არ იქნება  დაპირისპირებული, არ იქნება კოლაბორაციონისტული, არ იქნება მტერთან შეკრული და განახორციელებს იმ ათასწლოვან იდეას, რომ მოხდეს ჩვენი ინტერგაცია ევროპულ, ქრისტიანულ ცივილიზაციასთან. ამ ხელისუფლებას კოლექტიურ დასავლეთთან ისეთი იდეოლოგიური ცეცხლი აქვს გახსნილი, რომ ფიდელ კასტროს, უგო ჩავესს და მუმარ კადაფს შეშურდებოდათ. „ქართული ოცნება“ დასავლეთს ლანძავს, მიწაში სდებს და ყველა უბედურების სათავედ აცხადებს. ამასთან, რუსეთს ხელს უწყობს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში. ომში დასავლეთის მტრის, რუსეთის მოკავშირე ქვეყნად ვიქეცით და რა სტატუსზეა ლაპარაკი? კარგი, დავუშვათ სტატუსი მოგვცეს და ხელისუფლებას პირობა დაადებინეს, რომ იმ 12 პუნქტს მერე შეასრულებენ და სხვა რეფორმებსაც გაატარებენ, მაინც არაფერს შეასრულებენ. ეს ძალიან  კარგად იციან ევროპელმა პოლიტიკოსებმა. მოლდოვას, მოლდოველ ხალხს იმიტომ მისცეს, რომ ოლიგარქი პრეზიდენტი პლახტნიუკი მოიშორეს ხელისუფლებიდან, ხელისუფლებაში მოვიდა ახალი, პროევროპელი პრეზიდენტი, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, ქვეყანაში დაიწყო რეფორმების გატარება, დაიწყო რუსეთისგან აქტიური დისტანცირება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებისთანავე მკაფიოდ გამოხატა პოზიცია–დადგა უკრაინისა და მისი მხარდამჭერი დასავლეთის მხარეს. აი, ამიტომ მიანიჭეს მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მიიღეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

თეგები: გიორგი გუგავათორნიკე რიჟვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved