• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, კვირა, 29 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნახეთ თბილისის უბნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირი და მოთხოვნადია

ალია ავტორი - ალია
14:42 06-17-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
931

2023 წლის მაისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კვლავ მაღალ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. თბილისში სულ 3 361 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 5%-ით მეტია 2022 წლის მაისთან შედარებით – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის” უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში წერია.

მათივე ცნობით, იმავე პერიოდში, კვ.მ-ს საშუალო გასაყიდი ფასი 1 167 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. გასაქირავებელი ფასის ზრდა კი შენელდა. კერძოდ, აპრილთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 12.6 დოლარი შეადგინა (+45% წ/წ).

ამასთან, კვლევის თანახმად, 2023 წლის მაისში სულ 633 ახალი და 2 728 ძველი ბინა გაიყიდა.

„2023 წლის მაისში, საბურთალო კვლავ პირველ ადგილზეა თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, ხოლო რიგით მეორე დიდი დიღომია. ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩუღურეთსა და დიდუბეში. ზრდა შეინიშნება ასევე ნაძალადევსა და კრწანისში.

დანარჩენ უბნებში წლიურად კლება დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვები წლიურად თითქმის ყველა უბანში გაიზარდა დიდუბისა (-13%) და ისნის (-9%) გარდა.

ვაკე და მთაწმინდა კვლავ გამოირჩევა ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით. 2023 წლის მაისში ვაკეში კვადრატულის ფასმა საშუალოდ 1 900 აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე პერიოდში, თითქმის ყველა უბანში ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების გასაყიდ ფასში. ერთადერთი გამონაკლისი ჩუღურეთი აღმოჩნდა, სადაც ახალი ბინის ფასმა წლიურად 7%-ით იკლო,” – აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved