ჭიათურაში მე-11 დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება.
სოციალურ ქსელში გვერდი „მაღაროელი“ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
მაღაროელები სამუშაო საათების შემცირებას და ანაზღაურების 12% გაზრდას ითხოვენ.
„ძალიან რთული სიტუაციაა, იმიტომ რომ არანაირი პასუხები არ გვაქვს კომპანიისგან და მისი ხელმძღვანელობისგან. არანაირ დათმობებზე არ წამოვიდნენ. ჩვენ არსად არ წავალთ, უკან არ დავიხევთ იქამდე სანამ ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული“, – აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.














კომენტარები