• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა Tbilisi Open Air-ზე გრძელდება

ალია ავტორი - ალია
16:07 06-15-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

თიბისი და Glovo, პარტნიორობის ფარგლებში, Tbilisi Open Air-ზე მისულ ადამიანებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან.

Glovo, წელს მესამედ უერთდება Tbilisi Open Air-ს და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ფესტივალის დღეებში, 23-24-25 ივნისს, რიგში დგომის გარეშე ნებისმიერი სასურველი საკვები თუ სურსათი Glovo–ს აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეუკვეთონ.

თიბისი  კი, Glovo–ს აპლიკაციაში თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მომხმარებელს თანხის 25%-ის დაბრუნებას სთავაზობს, რომელიც Glovo–ს ანგარიშზე ავტომატურად, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში აისახება.

ტოპ მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტად იაქტიურებენ ფესტივალის ფარგლებში, დამატებით დასაჩუქრდებიან Glovo-სგან სხვადასხვა პრიზით.

ფესტივალის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციაში შესულ მომხმარებლებს დახვდებათ ერთი მთავარი კატეგორია, Tbilisi Open Air, სადაც თავს მოიყრის მხოლოდ ფესტივალზე წარმოდგენილი კვებისა და სურსათის ობიექტები. მომხმარებლები მარტივად შეძლებენ, ამ კატეგორიიდან სასურველი პროდუქტების შეკვეთას.

მომხმარებელს შეკვეთის მიღების ორი ვერსიაექნება:

1) საკვები ობიექტიდან გატანა ე.წ. Pick Up, ანუ თვითმომსახურება. სასურველ კვების ობიექტში შესვლისას მთავარია, რომ მომხმარებლებმა აირჩიონ takeaway სერვისი delivery–ს ნაცვლად და ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე მიიღონ სასურველი პროდუქტი. 

ამის შემდეგ, აპლიკაციაში მიუვათ შეტყობინება, რომ მათი შეკვეთა მზადაა, მოუწევთ კვების ობიექტთან მისვლა და რიგში დგომის გარეშე მიიღებენ გამზადებულ შეკვეთას. 

2) ალბათ, მომხმარებლებისთვის Glovo წარმოუდგენელია მიტანის სერვისის გარეშე, შესაბამისად, აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი delivery service-იც.
ფესტივალის ტერიტორიაზე ნავიგაციის გამარტივების მიზნით კი იქნება 3 მიტანის პუნქტი, სადაც Glovo-ს კურიერები მომხმარებლებს გადასცემენ შეკვეთებს გამზადების შემდეგ.  

ამ იდეას დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა კომპანიების მხრიდანაც და რამდენიმე მსხვილი კომპანია ამ შესაძლებლობას იყენებს თანამშრომლებისათვის დამატებითი ბენეფიტის შესაქმნელადაც. შესაბამისად, Glovo–მ კომპანიებსაც გაუმარტივა თანამშრომლებზე ზრუნვის პროცესი. 

მომხმარებლებისთვისა და ფესტივალის სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისი და Mastercard-ი დამატებით შეთავაზებასაც აანონსებენ. ფესტივალზე წარმოდგენილ ყველა ობიექტში თიბისის ნებისმიერი Mastercard ბარათით გადახდისას მომხმარებელი ანგარიშზე თანხის 20%-ს დაიბრუნებს.  

თიბისი უკვე მრავალი წელია Tbilisi Open Air-ის მხარდამჭერია. Glovo–სა და თიბისის კი ექსკლუზიური პარტნიორობა 2022 წლის სექტემბრიდან აკავშირებთ.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved