• რეკლამა
  • კონტაქტი
12:43, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლში ვენახები გააშენა და უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინის წარმოება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
14:38 06-14-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

თიბისის პარტნიორმა კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლის რეგიონში ვენახები გააშენა. აქვე, წამოიწყო მარნის მშენებლობა და აღჭურვა, სადაც პრემიუმ კლასის ღვინოებსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. „უფლისციხის მამულის“გენერალური დირექტორი, აკაკი ავალიშვილი კომპანიის მიზნებსა და ამბიციებზე გვესაუბრა:

„ღვინის წარმოების იდეა 2019 წელს დაიბადა და კომპანია ოთხმა პარტნიორმა დავაფუძნეთ. ფიქრი შიდა ქართლის რეგიონზე შევაჩერეთ, ვინაიდან გვჯერა, აქ დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის და ტურისტული მიმართულებებით. მოვძებნეთ ლამაზი ადგილი უფლისციხესთან და შევიძინეთ რამდენიმე ნაკვეთი, სულ 11 ჰა-მდე. მოგვიანებით აღნიშნულ მიწას მიემატა დაახლოებით 10 ჰა იჯარით აღებული სავარგულები. პარალელურად მივიღეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საბაზისო განათლებაც ამ სფეროში, რათა პროფესიონალურად მივდგომოდით ჩვენს წამოწყებას. ბევრი ვიმოგზაურეთ, მათ შორის საფრანგეთშიც, კერძოდ შამპანის რეგიონში, რათა ადგილზე გავცნობოდით ცქრიალა ღვინის წარმოების თავისებურებებს.

ჩვენი სურვილი თავიდანვე მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების წარმოება იყო. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქართული ცქრიალა ღვინოები, რომელსაც საინტერესო წარსული და მომავალი აქვს, გააჩნია პოტენციალი ღირსეულ ადგილი დაიკავოს საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომაც, მთელი ჩვენი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი ამ ამბიციური გადაწყვეტილების ხორცშესხმისკენ მივმართეთ.

2020 და 2021 წლებში საფუძვლიანად შევისწავლეთ ჩვენი სავარგულები. ჩავატარეთ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევები და დასკვნითი შეფასებისთვის მოწვეული გვყავდა ქართველი და ფრანგი ექსპერტები, რომელთა რჩევითაც სამომავლო ვენახისთვის ინდივიდუალურად შეირჩა საძირეები. ამის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეშენებინა ვენახი, სადაც,ძირითადად, ქართლში გავრცელებული ჯიშებიდავრგეთ (მათ შორის ჩინებული, გორული მწვანე,თავკვერი და შავკაპიტო). ასევე, გავაშენეთ ფრანგული ჯიშების, პინო ნუარისა და შარდონეს ვენახები.

საკუთარი მოსავლის მიღებამდე, ღვინის საწარმოებლად, ყურძენს ვიძენთ მუხრანის, ოკამის და ატენის ზონებში მდებარე ვენახებიდან. შედეგად, უკვე მესამე წელია რაც ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის ღვინოს. დაწყებული გვაქვს ასევე, ცქრიალა ღვინის წარმოებაც.

ცქრიალა ღვინოს ვამზადებთ კლასიკური, ბოთლური მეთოდით და ვაძველებთ 2 წლის განმავლობაში. წელს, მაგალითად, ვაწარმოეთ და დასაძველებლად გადავდეთ დაახლოებით 6’000 ბოთლი ცქრიალა ღვინო. გარდა ამისა, უკვე ჩამოვასხით 4’000 ბოთლზე მეტი კლასიკური მეთოდით დამზადებული გორული მწვანე და ჩამოსასხმელად მოვამზადეთ რამდენიმე ათასი ლიტრი ქვევრის გორული მწვანე, ასევე ქვევრის შავკაპიტოს და შავი პინოს კუპაჟი.

ვენახების გარდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მარანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ. თიბისის მხარდაჭერითვე შევიძინეთ, ღვინის საწარმოო ფრანგული დანადგარებიც, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „კოკარდის“ ბრენდის (Coquard) ყურძნის ტრადიციული 4 ტ. წარმადობის ჰიდრავლიკური წნეხი, რომელსაც საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ.

1500 კვ.მ. ფართის ნაგებობაში, რომელიც როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის საწარმოო დანადგარებით, სივრცის ერთი ნაწილი ეთმობა ღვინის საწარმოსა და საცავებს,ხოლო დანარჩენში განთავსდება სადეგუსტაციო სივრცე და რესტორანი. მარნის აშენება-მოწყობაში ინვესტირებულია დაახლოებით 1’200’000 ლარი. ვფიქრობთ, ჩვენი მარანი სამომავლოდ გახდება ღვინის მოყვარულთათვის ერთერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, რაც ამ ულამაზესი, ნაყოფიერი და ისტორიულად მდიდარი ღვინის ტრადიციების მქონე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე სულ რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი (მათ შორის „8000 მოსავალში“, „ღვინის ბიბლიოთეკაში“ და „ღვინის ბირჟაზე“). ყოველწლიურად იზრდება რა ჩვენი წარმოების მოცულობა, დაწყებული გვაქვს მუშაობა საექსპორტო მიმართულებითაც. ჯერჯერობით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ ქვეყანასთან – ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. როგორც კი მივიღებთ სრულფასოვან მოსავალს ჩვენი ვენახებიდან, ცხადია გაიზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც.

დღეისათვის ჩვენს პროექტში ჯამურად ორ მილიონ ლარამდეა ინვესტირებული. დამატებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება იმისთვის, რომ საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით სრული დატვირთვით ამუშავდეს ჩვენი წარმოება და მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ ქართული წარმოების ცქრიალა ღვინოები.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved