13 ივნისს ლუქსემბურგის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
ლუქსემბურგის პარლამენტის მიერ უკრაინაში 1932-1933 წლებში მომხდარი ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუციის ტექსტი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ლუექსემბურგის დეპუტატთა პალატის რეზოლუციას ტვიტერზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პატივს მიაგებს მილიონობით ადამიანის ხსოვნას.
“მივესალმები ლუქსემბურგის დეპუტატების პალატის ისტორიულ გადაწყვეტილებას, სტალინის 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდად აღიარონ. ეს ნაბიჯი პატივს მიაგებს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლოდომორის გენოციდად საერთაშორისოდ აღიარება გრძელდება” – განაცხადა დმიტრო კულებამ.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა აღიარა.
კომენტარები