• რეკლამა
  • კონტაქტი
10:41, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვენეციის კომისიამ “ოცნების” “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონს რეკომენდაცია არ გაუწია

ალია ავტორი - ალია
23:08 06-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
325

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა საბოლოო მოსაზრება, სადაც რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს.

“ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიულ გავლენას ეფექტურად ებრძოლოს, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა წარმოშობს რისკს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით სახიფათო იარაღად იქცეს”. – ვკითხულობთ ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კერძო პირის ხელში კონცენტრაციის საფრთხე გამჭვირვალობის, ლეგიტიმურობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე, შესაძლოა, არსებობდეს პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანაში. ამასთან, ვენეციის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ განსხვავებული ქვეყნები ამ პრობლემასთან საბრძოლველად განსხვავებულ გზებს მიმართავენ.

ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემების საბრძოლველად არ აურჩევია სისტემური მიდგომა. ნაცვლად ამისა, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში საუბარია კონკრეტული პიროვნებების ოლიგარქებად იდენტიფიცირებაზე, კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ეს კრიტერიუმი კი, შესაძლოა, იყოს სიმდიდრე, მედია მფლობელობა და ა.შ.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში საუბარი არ არის სადამსჯელო შედეგებისა და შეზღუდვების უმეტესი ნაწილის შესახებ, კანონპროექტის პოტენციურად ბოროტი მიზნებით გამოყენება და მისი დებულებების შესაძლო თვითნებური გამოყენება კვლავ შეიძლება ძლიერ საფრთხეს უქმნიდეს კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს”. – წერია ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ვენეციის კომისია ასევე საუბრობს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის პარადოქსულ ბუნებაზეც. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუ ადმინისტრაცია და სასამართლო ხელისუფლება საკმარისად ძლიერი და დამოუკიდებელია, რათა შესაძლებელი გახდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ზომების გატარება, მაშინ კანონპროექტით გათვალისწინებული ზომების მიღების საჭიროებაც აღარ იარსებებდა. იმ შემთხვევაში კი თუ ადმინისტრაცია კონკრეტული ინდივიდების ინტერესების გავლენის ქვეშაა, ხოლო სასამართლო ხელისუფლება ეფექტურად არ ხორციელდება, ვენეციის კომისიის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება “ღრმად საშიშია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის”.

ამას გარდა, ვენეციის კომისიის შეფასებაში აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვერ განიხილება ოლიგარქიზაციის პრობლემაზე დემოკრატიულ და ეფექტურ პასუხად.

“ვინაიდან ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ კანონპროექტში შეტანილმა ცვლილებებმა შეიძლება გამოასწოროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან გარდაუვალი შეუთავსებლობა, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო “სისტემური” მიდგომა უნდა გატარდეს”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთანავე, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ სისტემური ცვლილებების ეფექტიანად გასატარებლად, საჭიროა, რომ სასამართლო სისტემის ჰოლისტური რეფორმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასაც ისახავს მიზნად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved