• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ალია ავტორი - ალია
12:23 06-13-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა, არის [ჰაერის დაბინძურების] ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. რიგ შემთხვევაში, აზოტის ჟანგეულების ორჯერადი გადაჭარბებაც კი გვიფიქსირდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წლიდან, კონცენტრაციების მატება ცალსახად ფიქსირდება, რაც ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

მეგრელიშვილის განმარტებით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება, ამასთან, ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია, მათ შორის, მელიქიშვილის, პეკინის, დადიანის, ქეთევან წამებულის გამზირებზე.

როგორც ნოე მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2022 წელს, პირველად დაფიქსირდა რეკრეაციულ ზონაში ჰაერის ხარისხის ნორმის გადაჭარბება, კერძოდ, 9 აპრილის პარკში.

„ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემური დამბინძურებელი გვაქვს. მყარი ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულები. ამ შემთხვევაში სწორედ აზოტის ჟანგეულებზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ, რომ ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვთან პირდაპირ კავშირშია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ აზოტის ჟანგეულებით გვიფიქსირდება, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილი გადაადგილდება ყოველდღიურად. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა, არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მაგალითისთვის, რუსთაველის გამზირზე გვიფიქსირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, შემდეგ მელიქიშვილი, პეკინის გამზირი, დადიანის გამზირი, ქეთევან წამებულის გამზირი და ა.შ. ანუ, ყველა მთავარ გზაზე გვაქვს აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება, რიგ შემთხვევაში ორჯერადი გადაჭარბებაც კი გვიფიქსირდება. 2022 წელს, პირველად დაგვიფიქსირდა ნორმის გადაჭარბება რეკრეაციულ ზონაში. ეს არის 9 აპრილის პარკში, რაც მანამდე არ იყო.

2019 წლიდან კონცენტრაციების ძალიან მცირედი, მაგრამ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს იმის შედეგია რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ტექნიკური დათვალიერება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და ა.შ., თუმცა 2022 წელს ცალსახად, გვაქვს მატება ამ კონცენტრაციების, რაც პირდაპირ კავშირშია, როგორც აღმოჩნდა, ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

მან ასევე, მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ავტოპარკს გააუმჯობესებს, რის შედეგადაც მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვი შემცირდება.

„მომავალი წლიდან ევრო 5-ის სტანდარტი დაინერგება, რაც გარემოს დამცველების მხრიდან ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ევრო 5-ის სტანდარტზე უარესი ავტომობილი საქართველოს ავტოპარკს ვეღარ შეემატება. დღეს მოქმედებს ევრო 6-ის სტანდარტი. ეს არის მხოლოდ ერთი საფეხურის ქვემოთ. ეს [გადაწყვეტილება] აუცილებლად გააუმჯობესებს ავტო პარკის, ჩვენს ტექნიკურ მდგომარეობას, ეტაპობრივად გაახალგაზრდავებს მას, რაც, რა თქმა უნდა, მავნე ნივთიერების გამონაბოლქვს შეამცირებს,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved