ბათუმში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მძიმე ნივთები ახალგაზრდა კაცს დაეცა.
ამის შესახებ ადგილობრივ ტელეკომპანია TV25-ს თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი თქმით, მშენებლობიდან დაახლოებით 30 არმატურა ჩამოცვივდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები