• რეკლამა
  • კონტაქტი
11:25, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეროვნული ბანკის ფინანსური ტერორი მოსახლეობას – შეგნებული თუ უნებლიე შეცდომა?!

ალია ავტორი - ალია
17:14 06-06-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,698

ანი დვალიშვილი

სულ თავიდან დავიწყოთ – ხელისუფლებაში მოსვლამდე, „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, შეღავათიანი კრედიტი და  „უფასო ფული“ იყო. ამას გარდა, მაშინდელი ოპოზიცია, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, ჯიუტად ამტკიცებდა, ლარის კურსის გამყარება კიდევ უფრო შესაძლებელიაო, მაგრამ მერე, როცა კურსი გაექცათ, პირადად ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ეს არის რეალური სურათი, კურსს ხელოვნურად არ ვიჭერთ, ბაზარში არ ვერევითო. ამის მიუხედავად, დაბეჯითებით ვამტკიცებთ, რომ სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის (რომლის ზედამხედველიც საქართველოს პარლამენტია), უხეში ჩარევის შედეგად მოხდა ის, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თავისუფლად შეიძლება ფინანსურ ტერორად მოინათლოს:

მაისის შუა რიცხვებში 1 დოლარი 2.48 ლარი ღირდა, ანუ ეროვნული ვალუტა არნახულად გამყარდა და ექსპერტები ამტკიცებდნენ, ლარს კიდევ უფრო გამყარების შესაძლებლობა აქვსო. სწორედ ამ დროს, სებ-მა რეკორდულად დიდი თანხა – 322 მილიონი დოლარი შეისყიდა, ანუ ბაზარზე დოლარზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც ლარის გაუფასურების დასაწყისს დაუდო საფუძველი. თუმცა, თუ ჩვენი ვალუტა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მყარდებოდა, გაუფასურება მალე დაეტყო და ახლა ერთი დოლარი 2.60 ლარზე მეტი ღირს. ეროვნულ ბანკს კურსი აშკარად გაექცა, არ ელოდა, რომ ასე მოხდებოდა და ბაზარზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად, თუმცა კომერციულმა ბანკებმა მხოლოდ 17 მილიონი, ნახევარზე ოდნავ ნაკლები შეისყიდეს, რაც ინფლაციას ვერ შეაჩერებს. ეროვნული ბანკის დარად, სავალუტო რეზერვები, კომერციულ ბანკებსაც შევსებული ჰქონდათ და ამიტომ, დოლარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა, ეროვნული ბანკის შეგნებული ან შეუგნებელი შეცდომა იყო.სამწუხაროდ, ახლა ყველა თანხმდება, რომ ლარის ინფლაციის შეჩერება რთული იქნება და სებ-მა შეცდომა დაუშვა, მაგრამ იყო თუ არა ეს შეცდომა შეგნებული?!

საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ბანკის მმართველებმა იმით გაამართლეს, რომ თურმე ლარის სიმყარე რუსულ ბაზარზე აქტიურობით არის განპირობებული და რუსეთის ბაზარი საიმედო არაა. განცხადება, რომ „რუსული ბაზარი საიმედო არაა“ და სხვა ბაზარზე უნდა გავიდეთ, ევროპული დახლები ავითვისოთ, მეოთხედ საუკუნეზე მეტია გვესმის, მაგრამ შედეგი ნულია. ევროპულ ბაზარზე შესვლა ვერ მოხერხდა ვერც შევარდნაძის დროს, ვერც სააკაშვილმა შეძლო ეს და ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ. ევროპული ბაზარი დიდი ოდენობით ქართული პროდუქციის შესყიდვას არ აპირებს და ისიც ვთქვათ, რომ ხშირად ხარისხში მოვიკოჭლებთ, რუსულ ბაზარზე კი, იყიდება ყველაფერი, რაც გაგვაქვს და იყიდება იმაზე ძვირად, ვიდრე საქართველოში.

რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო დღეებმა კი ცხადი გახადა, რომ რუსეთს ვაჭრობისთვის აღარ ეცლება და შესაბამისად, ლარი გაუფასურებას დაიწყებს. სებ-მა კი ჩათვალა, რომ ლარის კონტროლი ახლავე აიღოს საკუთარ ხელში და შეცდა, არ გამოვიდა ხელოვნურად კონტროლი და ახლა ქართულ სავალუტო ბაზარზე სრული ქაოსია. ხელისუფლება კი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად უყურებს, ზუსტად ისე, როგორც ადრე უყურებდა და ივანიშვილის ცნობილ ფრაზასაც გამუდმებით იმეორებენ – ლარი თავისუფალ ცურვაშია, ჩვენ არაფერში ვერევითო. არადა, სწორედ ამ თავისუფალი ცურვით მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა და ახლა ხელოვნური ჩარევა ვეღარ აიტანა.

ხელისუფლებამ დათმო ხორბლის ბაზარიც, ანუ რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე ბაჟი დააწესა და თან პირობა მოგვცა, პური არ გაძვირდებაო. ისიც აგვიხსნეს, რომ ადგილობრივი ხორბლით წისქვილ-კომბინატები ამუშავდებიან და როგორც ფერმერები, ასევე წისქვილ-კომბინატებში დასაქმებულები იხეირებენ. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ის, რომ ფქვილის შემოტანაზე გადასახადი დაწესდა (ტონა ფქვილზე 200 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კილო ფქვილის ღირებულება 20 თეთრით გაძვირდა), ქართული ხორბალი რუსულზე გაცილებით ძვირი რომ არის, ამ თანხას შემომტანები ან მეხორბლეები საიდან ამოიღებენ? და ქართული ხორბალი წისქვილ-კომბინატებს საუკეთესო შემთხვევაში 2 თვე რომ ეყოფათ, მერე ისევ რუსულზე რომ გადავლენ, რა მოხდება, ბაჟი გაუქმდება და სანამ ქართველი ფერმერები ახალ მოსავალს არ აიღებენ, ასე იქნება? გრძელვადიან პერსპექტივაში, პური აუცილებლად გაძვირდება (გრძელვადიანში ყველაზე დიდი, ნახევარ წელს ვგულისხმობთ) და გაძვირდება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ მოისურვა და მეხორბლეებთან არ ისაუბრა. არ ისაუბრა თნდაც იმაზე, რომ ხორბლის მწარმოებლები სატელევიზიო ეთერით იხვეწებოდნენ, 40 თეთრი გადაგვიხადეთ და თანახმა ვართო, მაშინ, როცა ბაზარში ხორბალი ლარზე ნაკლები არ ღირდა. ანუ, ვიღაც სადღაც მწარედ იტყუებოდა და ტყუილის ძიებას, ხელისუფლებამ მარტივად, ბაჟის დაწესება არჩია.

მიმდინარე თვის ბოლოს, შიდა ქართლსა და კახეთში, ატმის და ვაშლ-ატამას მოსავლის აღება დაიწყება. ფერმერებს სწორედ რუსული ბაზრის იმედი აქვთ და ზუსტად იციან, რომ თუ ეს ვარიანტი არ გამოვა, როგორც არაერთხელ მომხდარა, მოსავალი ხელში ჩაალპებათ. ასეთ პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან, ვალუტაზე ექსპერიმენტები არათუ გაუმართლებელი, დანაშაულის ტოლფასიც არის, თმცა სებ-ში არასდროს არავინ დასჯილა და დაუსჯელობის ბრალია, საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას რომ აძლევენ. ისე, ცნობისათვის, ზუსტად ორი წლის წინ, ქართული ვაშლ-ატამა სინგაპურში შეიტანეს და მაშინ პრესკონფერენცია და ბრიფინგი გამართა ყველამ, ვისაც არ დაეზარა. საბოლოო ჯამში კი გაირკვა, რომ სინგაპურში 200 კილო ხილი ჩაიტანა ვიღაცამ და ამ ბაზარზე ქართული ვაშლ-ატამა აღარ გამოჩენილა.

საქართველოს ხელისფლების განცხადებების ფონზე, ჩვენთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას ყველა ერიდება. ამიტომ ამ ინვესტიციების როლს ის ფულადი გზავნილები ასრულებენ, რომლებიც ყველაზე დიდი ოდენობით, ახლა სწორედ რუსეთიდან მოდის. არ გეგონოთ, რომ იქ ქართული დიასპორის ოდენობა გაიზარდა, ან იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეები ბევრად მეტს გამოიმუშავებენ. მთავარი მიზეზი აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც აქ მყარად დამკვიდრდნეენ და ბევრ მათგანს ბიზნესიც საქართველოში გადმოაქვს. სწორედ მათ ანგარიშებზე ხორციელდება გადარიცხვები და იმის მიუხედავად, რომ ამ ყველაფრიდან კომერციული ბანკები სერიოზულ სარგებელს იღებენ და პრაქტიკულად, ყოველი თვის ბოლოს ზრდიან გადარიცხვის პროცენტსა თუ საგარანტიო თანხებს, გზავნილების ოდენობა არ კლებულობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ერთ და ორ თვიანი გეგმები არ აქვთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved