• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ღიმილის მომგვრელია საზოგადოებაში იმის აგიტაცია-პროპაგანდა, რომ ევროპა ებრძვის და ანადგურებს სხვა ხალხის კულტურას და ტრადიცებს” – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:23 06-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,248

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი:

,,როდესაც ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ უნდა აღვნიშნოთ, რომ თვით ევროპელთა ტრადიციები ერთგვაროვანი არ არის და ყველა ერს აქვს შენარჩუნებული სხვა-დასახვა სახის დამახასიათებელი ორიგინალური წეს-ჩვეულებები.
ევროპელებში მოხდა მოდერნიზაცია პოლიტიკის სფეროში. რაც მთავარია განხორციელდა უწიგნურობის ლიკვიდაცია და ცოდნის ღირებულება იქცა პრიორიტეტად, თუმცა ძირეულ მათ ადათ წესებს და ჩვეულებებს ტრანსფორმაცია არ განუცდია ურთიერთ დაახლოვებით.
ღიმილის მომგვრელია საზოგადოებაში იმის აგიტაცია-პროპაგანდა, რომ ევროპა ებრძვის და ანადგურებს სხვა ხალხის კულტურას და ტრადიცებს. ეს რომ ასე ყოფილიყო დამერწმუნეთ, ვერ იხილავდით მეგაპოლისებში მეჩეთებს, სინაგოგებს კულტურულ ცენტრებს და ვერც ეროვნულ ტან-სამოსში გამოწყობილ სხვადსხვა ეთნოსებს.
ჩვენს ქვეყანაში ანტი დასავლურად განწყობილი პოლიტიკოსების ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვიღაცას სურს შეცვალოს, ან დაგვავიწყონ ტრადიციები დიდი უვიცობაა, რადგან მათ სიღრმისეულად არ აქვთ გათვითცნობიერებული თავად ტრადიციის მნიშვნელობა, რომელსაც ხშირად თანამედროვე გარდამავალ საზოგადოებისთვის დამახასიათებელ სოციალურ პრობლემებში ურევენ და ერთმანეთისგან ვრ მიჯნავენ.
მათ ავიწყდებათ, ან უბრალოდ არ იციან, რომ ტრადიცია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ქცევის მტკიცე წესები, შეხედულებები, ზნე, ჩვეულება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და რომელიც კულტურის მემკვიდრეობითობას და ერთობას უზრუნველყოფს.
ტრადიცია ეს ის ზნე ჩვეულებაა, რომელზედაც საზოგადოებას მოთხოვნილება გააჩნია და რომელიც მოცემულ დროში ფუნქციონირებს.
ნებისმიერი ერის განვითარების დროს ჩნდება ახალი ინოვაციები. დავიწყებას ეძლევა ძველი ტრადიციული სახის წეს ჩვეულება, ხშირ შემთხევაში ის იცვლება ან საერთოდ ქრება და ადგილს იკავებს ახალი ნორმა, რომელიც ახალ წეს ჩვეულებად ანუ ტრადიციად ყალიბდება.
ტრადიციებს აყალიბებს ეთნოსის ცხოვრების ისტორიული პირობები, მისი სოციალური, სულიერი, ეკონომიკური ყოფის თავისებურებები.
ევროპული ღირებულებების წარმოქმნა და გავრცელება ქრისტიანული რელიგიით, ჯერ კათოლიზმით, ხოლო შემდეგ პროტესტანტიზმით იყო განპირობებული. ქრისტიანობის გავრცელება, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე ევროპაში დიდ მოდერნიზაციასთანაა დაკავშირებული, რადგან ამ პროცესმა ჩამოაყალიბა მნიშვნელოვანი ღირებულებები, რამაც განაპირობა ერებს შორის თვითღირებულებების საფუძვლის ჩაყრა.
ეთნიკურ -ეროვნული ღირებულებები მჟღავნდება უპირველეს ყოვლისა იდეებში, წეს ჩვეულებებში, ტრადიციებში, ხალხურ რეწვასა და პროფესიული ხელოვნების სხვადასხვა ფორმაში. მისი განვითარება შეუძლებელია იზოლაციის პირობებში და დღევანდელ ტრადიციონალებს თუ ჰგონიათ, რომ შემდგომი ცივილიზაციის პროგრესულ საფეხურს მიაღწევენ, ეს უბრალოდ სიბრიყვეა.”

თეგები: ნუგზარ სულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved