• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილი თავისი განცხადებებით რეალობას ძალიან აცდენილია – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
11:06 06-06-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი თავისი განცხადებებით რეალობას აცდენილია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარდგება 2024 წლის არჩევნებზე, თუმცა, ქვეყანაში მომავალი არ აქვს რადიკალიზმს და ბოროტებას, რაც 2012 წლამდე იყო.

„არ ვიცი, რა ტაქტიკით გამოვლენ არჩევნებში, ეს მათი გადასაწყვეტია, რამდენად სწორი იქნება ხაბეიშვილს ვუპასუხოთ, ესეც არ ვიცი. იმ განცხადებებიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აკეთებს, ძალიან აცდენილია არსებულ რეალობას. ამიტომ, მათზეა დამოკიდებული და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიცია, ეს ცალკე პარტიები იქნება, გაერთიანდებიან თუ სხვა, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას, იმას, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა. ეს ყველაფერი არის წარსული და ამის მთავარი შემოქმედები გახლავთ ზუსტად ის კონკრეტული პარტია და პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ და დღეს სხვადასხვა პარტიებად არიან დაშლილი”,-განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტქალაქში,” “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved